პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ზელენსკი: ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლებს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა იანვრამდე სურთ

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლებს სამშვიდობო შეთანხმების იანვრამდე დადება სურთ, თუმცა მშვიდობა მხოლოდ უკრაინის ხარჯზე არ უნდა მოხდეს.

ზელენსკი: ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლებს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა იანვრამდე სურთ
იმედინიუსი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ შეთანხმების უსწრაფესად დადებას ითხოვენ და სურთ, რომ ამას იანვრამდე მიაღწიონ.

ზელენსკის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კიევისთვის მისაღები სამშვიდობო შეთანხმება არ გაფორმდება, უკრაინა შეერთებული შტატებისგან სამხედრო დახმარების მნიშვნელოვანი პაკეტის მიღებასა და რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესებას შეეცდება.

„უკრაინის მხარდაჭერისა და სანქციების დონე ისეთი უნდა იყოს, რომ რუსებისთვის მკაფიო სიგნალად იქცეს. მოვიდა დრო, მოლაპარაკებების მაგიდასთან დავსხდეთ და ომი შევწყვიტოთ“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები შეთანხმების გაფორმებას „რაც შეიძლება სწრაფად“, იდეალურ შემთხვევაში კი იანვრამდე ითხოვენ.

ამასთან, მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ უკრაინა შესაძლოა მნიშვნელოვან დათმობებზე წასვლის აუცილებლობის წინაშე აღმოჩნდეს მაშინ, როცა ვლადიმირ პუტინი ომის შეწყვეტის მზაობის არანაირ ნიშანს არ ავლენს.

„არის სურვილი, რომ ძალიან სწრაფად ვიმოქმედოთ და ეს ჩვენც გვესმის და რუსებსაც. ჩვენ გვესმის, რა შეიძლება იყოს ამის ფასი. ჩვენც ძალიან გვინდა მშვიდობა, მაგრამ არა მხოლოდ უკრაინის ხარჯზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
Financial Times: ტრამპის ადმინისტრაციამ ევროპელ და უკრაინელ ოფიციალურ პირებს განუცხადა, რომ სურს, კიევმა რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებას იანვრის დასაწყისამდე მიაღწიოს, ვიდრე კონგრესზე კონტროლს „დემოკრატები“ აიღებენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები