პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ალის ვაიდელი: უკრაინა რუსეთს ვერ მოუგებს, ეს შეუძლებელია - ჩემთვის პირველ ადგილზე ჩემი ქვეყნის ინტერესებია, ეს ომი კი ჩვენს ინტერესებში არ შედის

ნატო

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ თანათავმჯდომარე ალის ვაიდელი აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთს ვერ მოუგებს და ბერლინმა მისი დახმარება უნდა შეწყვიტოს. მისი თქმით, ეს ომი გერმანიის ინტერესებში არ შედის და უკვე წაგებული კონფლიქტის დაფინანსება შეცდომაა.

ალის ვაიდელი: უკრაინა რუსეთს ვერ მოუგებს, ეს შეუძლებელია - ჩემთვის პირველ ადგილზე ჩემი ქვეყნის ინტერესებია, ეს ომი კი ჩვენს ინტერესებში არ შედის
იმედინიუსი

პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) თანათავმჯდომარემ, ალის ვაიდელმა განაცხადა, რომ ბერლინმა უკრაინის მხარდაჭერა უნდა შეწყვიტოს.

გამოცემა The Economist-თან ინტერვიუში ვაიდელმა აღნიშნა, რომ ომის გაგრძელება „გერმანიის ინტერესებში არ შედის“ და შეცდომაა იმ კონფლიქტის დაფინანსება, რომელიც, მისი შეფასებით, „უკვე წაგებულია“.

„უკრაინა ძალიან პატარაა. უკრაინა რუსეთს ვერ მოუგებს - ეს შეუძლებელია. ჩვენ 100 მილიარდ ევროზე მეტის დახარჯვას ვაპირებთ. არცერთ სხვა ქვეყანას არ დაუხარჯავს ამდენი, ჩვენ კი უზარმაზარი საგარეო ვალი გვაქვს. ჩემთვის პირველ ადგილზე ჩემი ქვეყნის ინტერესებია - პირველ რიგში გერმანია, ეს ომი კი ჩვენს ინტერესებში არ შედის“, - განაცხადა ვაიდელმა.

AfD-ს ლიდერმა, რომლის პარტიამაც გასულ თვეში საქსონია-ანჰალტის რეგიონულ არჩევნებში წარმატებას მიაღწია, რუსეთთან ურთიერთობების აღდგენისა და უკრაინისთვის სამხედრო თუ ფინანსური დახმარების შეწყვეტის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„ეს არ არის უკრაინაზე თავდასხმის გამართლება. რა თქმა უნდა, არა. იმის თქმა მინდა, რომ არსებობს ისტორია რუსეთის საზღვრებთან ნატოს მიახლოების შესახებ. რუსეთმა ამ პრობლემას არაერთხელ გაუსვა ხაზი. რატომ არავინ მოუსმინა რუსეთის წუხილს, როდესაც საზღვრებთან, განსაკუთრებით რუმინეთში, სარაკეტო სისტემები განთავსდა?“ - აღნიშნა მან.

ვაიდელის თქმით, ომის „ხელოვნური გაჭიანურება“ და გერმანიის მთავრობის გაუაზრებელი ნაბიჯები უდიდეს რისკებს უქმნის თავად გერმანიას.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„უკრაინა ძალიან პატარაა. უკრაინა რუსეთს ვერ მოუგებს - ეს შეუძლებელია. ჩვენ 100 მილიარდ ევროზე მეტის დახარჯვას ვაპირებთ. არცერთ სხვა ქვეყანას არ დაუხარჯავს ამდენი, ჩვენ კი უზარმაზარი საგარეო ვალი გვაქვს. ჩემთვის პირველ ადგილზე ჩემი ქვეყნის ინტერესებია - პირველ რიგში გერმანია, ეს ომი კი ჩვენს ინტერესებში არ შედის“
„ეს არ არის უკრაინაზე თავდასხმის გამართლება. რა თქმა უნდა, არა. იმის თქმა მინდა, რომ არსებობს ისტორია რუსეთის საზღვრებთან ნატოს მიახლოების შესახებ. რუსეთმა ამ პრობლემას არაერთხელ გაუსვა ხაზი. რატომ არავინ მოუსმინა რუსეთის წუხილს, როდესაც საზღვრებთან, განსაკუთრებით რუმინეთში, სარაკეტო სისტემები განთავსდა?“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ალის ვაიდელი: „ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. უკრაინელები,წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები