პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

თამარ ჩერგოლეიშვილი – ამდენი ფული დაიხარჯა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ ის შეძლო, რაც შეძლო, ჩემთვის სირცხვილი ეს იყო, რაც მაწუხებს, არის ჩვენი სამოქალაქო ელიტის უსუსურობა

ფედერალისტები

თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ USAID-ის გასაჯაროებულ დოკუმენტებში მისთვის ყველაზე მძიმე და სირცხვილი დახარჯული ფულის ფონზე სამოქალაქო ელიტის უსუსურობა იყო. მისივე მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილი ტრამპთან ვერ დალაგდება, რადგან ქვეყანაში სტაბილურობას ვერ აღწევს.

თამარ ჩერგოლეიშვილი – ამდენი ფული დაიხარჯა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ ის შეძლო, რაც შეძლო, ჩემთვის სირცხვილი ეს იყო, რაც მაწუხებს, არის ჩვენი სამოქალაქო ელიტის უსუსურობა
პირველი არხი

ჩემთვის ყველაზე მძიმე იყო ის, რომ ამდენი ფული დაიხარჯა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ ის შეძლო, რაც შეძლო, სიმართლე გითხრათ, ჩემთვის სირცხვილი ეს იყო, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა თეთრი სახლის მიერ გასაჯაროებულ USAID-ის შიდა დოკუმენტებზე საუბრისას აღნიშნა.​

ჩერგოლეიშვილის თქმით, ბუნებრივია, დასავლეთი ფულს ხარჯავს დემოკრატიის მშენებლობაში, მათ შორის დემოკრატიის ექსპორტშიც და ეს სავსებით ნორმალურია.

„ჩვენი ქვეყანაც დახარჯავს ფულს თავისი ინტერესების განხორციელებაში, იმისთვის, რომ ჩვენ როგორც და რასაც ვფიქრობთ, რომ კარგია ჩვენი საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის, ჩვენი მშვიდობისთვის, ბუნებრივია, ისე განვკარგავთ ყველაფერს. აქ რაც მაწუხებს, არის ჩვენი სამოქალაქო ელიტის უსუსურობა. ხომ ვიცით ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა. 11 სექტემბრის ტრაგედიის, ტერორისტული შეტევის შემდეგ სხვა პოლიტიკა დაიწყო, დემოკრატიის ექსპორტის პოლიტიკა, რადგან დემოკრატიული ქვეყნები ერთმანეთთან არ ომობენ, ქვეყნების დემოკრატიზაცია თუ მოხდება, ის ქვეყნები ერთმანეთთან არ იომებენ და იქნება მშვიდობა. ეს არის ამერიკული რბილი ძალა. ტრამპის პრიორიტეტი სხვაა, ტრამპი არ ხედავს ღირებულებებითად სამყაროს, თავისი ინტერესების სფეროს ხედავს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს რა?! ბიძინა ივანიშვილი ვერ ლაგდება ტრამპთან, რადგან ტრამპს სჭირდება არა იმდენად დემოკრატია, რამდენადაც სტაბილურობა და ვერ აღწევს ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში სტაბილურობას. ამ ქვეყნის, სულ მცირე, ნახევარი ივანიშვილის წინააღმდეგია. ის რომ გამოხატვის თავისუფლებას შეუზღუდავს, პარტიებს აუკრძალავს და გალახავს, ეს არ შველის, რომ ვითარება დაალაგოს, უთხრას, იცი, რა არის? როგორც ლუკაშენკოსთან დალაგდით, ისე დალაგდით ჩემთან. არ არის ქართული საზოგადოება ბელარუსული საზოგადოება. სხვაგან ვართ და ვერ მიაღწევს ბიძინა ივანიშვილი იმას, რასაც ცდილობს“, – აღნიშნა ჩერგოლეიშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოთამარ ჩერგოლეიშვილი USAID-ის სკანდალურ დოკუმენტებზე: აქ რაც მაწუხებს არის უბრალოდ ჩვენი სამოქალაქო ელიტის უსუსურობა
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილს „გადაგვარებულ ავადმყოფს“ უწოდებს – „მართლა გაქოცებული და გარუსებული ჰგონია ქართველობა და თავს აწონებს, რუსი ვარო“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები