თამარ ჩერგოლეიშვილი USAID-ის სკანდალურ დოკუმენტებზე: აქ რაც მაწუხებს არის უბრალოდ ჩვენი სამოქალაქო ელიტის უსუსურობა
თამარ ჩერგოლეიშვილი USAID-ის გავრცელებულ დოკუმენტებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მისთვის ყველაზე მძიმე და სამარცხვინო ამხელა ფინანსური რესურსის ხარჯზე სამოქალაქო ელიტის უსუსურობა იყო.
"ფედერალისტური პარტიის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, თამარ ჩერგოლეიშვილი USAID-ის სკანდალურ ფაილებს ეხმაურება.
ჩერგოლეიშვილის განცხადებით, მისთვის ყველაზე მძიმე და სამარცხვინო აღმოჩნდა იმის დანახვა, რომ ამხელა ფინანსური რესურსის დახარჯვის მიუხედავად, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ მხოლოდ ის შედეგი დადო, რაც შეძლო.
მისივე თქმით, მთავარი პრობლემა, რაც მას ამ პროცესში აწუხებს, სწორედ ადგილობრივი სამოქალაქო ელიტის უსუსურობაა.
"ჩემთვის ყველაზე მძიმე იყო ის, რომ ამდენი ფული დაიხარჯა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ ის შეძლო, რაც შეძლო. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის სირცხვილი ეს იყო. აქ რაც მაწუხებს, არის უბრალოდ ჩვენი სამოქალაქო ელიტის უსუსურობა", - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
248 ფაილი, 2 000-ზე მეტი გვერდი და პროპაგანდისტული ქსელის მამხილებელი დოკუმენტები - რას აფინანსებდა რეალურად ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო საქართველოში. დოკუმენტების მიხედვით 26 მილიონი დოლარი USAID-მა საქართველოში ენჯეოების ქსელზე მხოლოდ იმისთვის დახარჯა, რომ მათთვის მომგებიანი გზავნილები გაევრცელებინათ. ასევე სოციალური სივრციდან გაექროთ არასასურველი ინფორმაციები, მიეყენებინათ დარტყმა არჩეული ხელისუფლებისთვის და მოეწყოთ რევოლუციები. სკანდალური მასალები დეტალურად აღწერს, როგორ ქმნიდა USAID-ი წლების განმავლობაში ფერადი რევოლუციების გლობალურ მანქანას, მათ შორის საქართველოშიც.
გასაჯაროებულ დოკუმენტებში სრულად არის ჩაშლილი ამომრჩეველზე მუშაობის ტაქტიკა. როგორ ამკვიდრებდნენ აზრს, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხე ემუქრება, რუსეთისკენ მიდის და გამჭვირვალობის კანონი რუსულია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…