თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილს „გადაგვარებულ ავადმყოფს“ უწოდებს – „მართლა გაქოცებული და გარუსებული ჰგონია ქართველობა და თავს აწონებს, რუსი ვარო“
„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილს „გადაგვარებულ ავადმყოფს“ უწოდებს და აცხადებს, რომ მას ქართველობა გარუსებული ჰგონია და თავს აწონებს.

ამ გადაგვარებულ ავადმყოფს იმდენად დაბლაგვებული აქვს ინსტიქტი, რუსების დასმული ვარო. ამ ტყუილის ყვირილი, მისთვის სასარგებლო ჰგონია, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი წერს.
მისი თქმით, სააკაშვილს გაქოცებული და გარუსებული ჰგონია ქართველობა და თავს აწონებს რუსი ვარო.
„ამ გადაგვარებულმა ავადმყოფმა ეს პოსტი წაშალა – „ალბათ ბიძამისი იჯდაო“, ფედერალისტების ჩეთში იხუმრეს. იმდენად დაბლაგვებული აქვს ინსტიქტი, რუსების დასმული ვარო, ამ ტყუილის ყვირილი, მისთვის სასარგებლო ჰგონია.
მართლა გაქოცებული და გარუსებული ჰგონია ქართველობა და თავს აწონებს, რუსი ვარო“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
ცნობისთვის, ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 24 ნოემბერს გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერდა: „რუსები და მათი ქართველი „შნირები“ ამბობენ, რომ „ვარდების რევოლუცია“ ამერიკელების ორგანიზებული იყო, ამერიკელები გვეწინააღმდეგებოდნენ, პირველმა რევოლუცია იგორ ივანოვმა აკურთხა“. ამ დროისთვის მიხეილ სააკაშვილის გვერდზე აღნიშნული პოსტი აღარ იძებნება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…