პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა

კულტურის სამინისტრო

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე საქართველოში იტალიის ელჩ მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა, სადაც მხარეებმა კულტურული კავშირების გაღრმავება და ეროვნულ და ბორგეზეს გალერეებში დაგეგმილი გამოფენები განიხილეს.

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა
რუსთავი 2

კულტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და იტალიას შორის არსებულ მჭიდრო კულტურულ კავშირებს, თანამშრომლობის მნიშვნელოვან გამოცდილებასა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებს.

საუბარი შეეხო ქართველი და იტალიელი ექსპერტების მრავალწლიან წარმატებულ თანამშრომლობას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, რესტავრაციის, კონსერვაციის, არქეოლოგიური მისიებისა და კვლევების მიმართულებით, რამაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პროფესიული გამოცდილების გაზიარებაში.

შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო ერთობლივი ინიციატივები და შემოქმედებითი მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეროვნულ და იტალიის ბორგეზეს გალერეებში დაგეგმილ გამოფენებზე.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის კულტურული კავშირების გაღრმავების მიზნით ახალი ინიციატივების მხარდაჭერისთვის მზადყოფნა გამოხატეს.

კულტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ნათია შამათავა, სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ბაკურაძე, საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე ფაბიოლა ალბანეზე და საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების წარმომადგენელი ნინო კილოსანიძე ესწრებოდნენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობოკულტურის მინისტრი მაია ბითაძე საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა
  2. პირველი არხისამთავრობოკულტურის მინისტრი მაია ბითაძე საქართველოში იტალიის ელჩს, მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე საქართველოში იტალიის ელჩს, მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები