გიორგი ვოლსკი USAID-ზე: მილიარდზე მეტი დაიხარჯა გარკვეული ჯგუფების ორგანიზებისთვის, რომლებმაც სხვადასხვა ეტაპზე უარი თქვეს თანამშრომლობაზე და გადავიდნენ საბოტაჟის რეჟიმში
გიორგი ვოლსკის განცხადებით, USAID-ის მხრიდან მილიარდზე მეტი დაიხარჯა იმ ჯგუფების ორგანიზებისთვის, რომლებმაც უარი თქვეს თანამშრომლობაზე და საბოტაჟზე გადავიდნენ.
248 ფაილი, 2 000-ზე მეტი გვერდი და პროპაგანდისტული ქსელის მამხილებელი დოკუმენტები - რას აფინანსებდა რეალურად ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო საქართველოში.
დოკუმენტების მიხედვით, 26 მილიონი დოლარი USAID-მა საქართველოში ენჯეოების ქსელზე მხოლოდ იმისთვის დახარჯა, რომ მათთვის მომგებიანი გზავნილები გაევრცელებინათ, ასევე რომ სოციალური სივრციდან გაექროთ არასასურველი ინფორმაციები, მიეყენებინათ დარტყმა არჩეული ხელისუფლებისთვის და მოეწყოთ რევოლუციები.
სკანდალური მასალები შეერთებული შტატების მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ედუარდ კორი-სტაინმა გამოაქვეყნა და ილონ მასკმა გააზიარა.
დოკუმენტები დეტალურად აღწერს, როგორ ქმნიდა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო წლების განმავლობაში ფერადი რევოლუციების გლობალურ მანქანას, მათ შორის საქართველოშიც.
გასაჯაროებულ დოკუმენტებში სრულად არის ჩაშლილი ამომრჩეველზე მუშაობის ტაქტიკა. როგორ ამკვიდრებდნენ აზრს, რომ ევროპულ მომავალს საფრთხე ემუქრება და რუსეთისკენ მივდივართ, რომ "გამჭვირვალობის კანონი" რუსულია. ჩანაწერებში იმასაც აღიარებენ, რომ მსხვილ ენჯეოებს საქართველოში ავტორიტეტი არა აქვთ და ამიტომ პარალელურად უნდა დაფინანსდნენ: კულტურის წარმომადგენლები, მუსიკოსები, მსახიობები, რეჟისორები, ბლოგერები - სწორედ მათ უნდა შეექმნათ ემოციური ფონი, რომ ქვეყანაში ყველაფერი ცუდადაა. დონაციის ადრესატების ნაწილი დანიშნული იყო სოციალური ქსელების ცენზორად, ფინანსები კი მხოლოდ პოლიტიკურად მიკერძოებულ ჯგუფებზე ნაწილდებოდა. USAID-ის ფაილებში ვკითხულობთ რომ 13 ქართული ენჯეოს ქსელს ბრიტანული კომერციული კომპანია "ზინკ ნეტვორკი" ხელმძღვანელობდა.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გავრცელებულმა ფაილებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რასაც "ქართული ოცნების" ხელისუფლება წლების განმავლობაში ამბობდა.
"ლაპარაკია იმაზე, რომ ათეულობით მილიონი დოლარი მარტო საქართველოში დაიხარჯა და მარტო არჩევნებისათვის. გარდა ამისა, მილიარდზე მეტი დაიხარჯა იმისათვის, რათა ორგანიზება გაეკეთებინათ გარკვეული ჯგუფისათვის, რომელიც შედგებოდა არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან და იმ პარტიებისაგან, რომლებმაც სხვადასხვა ეტაპზე უარი თქვეს თანამშრომლობაზე, ზოგადად, გადავიდნენ საბოტაჟის რეჟიმში," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაUSAID-ის ფაილები USAID-ის წინააღმდეგ - დოკუმენტები დეტალურად აღწერს, როგორ ქმნიდა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო წლების განმავლობაში ფერადი რევოლუციების გლობალურ მანქანას, მათ შორის საქართველოში
ხელისუფლებების ცვლილების შემუშავებული სქემა და არჩევნებით მანიპულირების ინსტრუქტაჟი - "ქართული ოცნების" წევრების განმარტებით, USAID-ის ფაილებმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა რა მიზნების განხორციელება სურდათ საქართველოში ე.წ მდიდარ ენჯეოებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…