პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ლევან მაჭავარიანი: ყველასთვის ცნობილია უკვე, რომ USAID არის კრიმინალური ორგანიზაცია და ამიტომ დაკეტა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა

ლევან მაჭავარიანის განცხადებით, USAID კრიმინალური ორგანიზაციაა, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ დაადასტურა და სწორედ ამიტომ დაიხურა იგი აშშ-ის მიერ.

ლევან მაჭავარიანი: ყველასთვის ცნობილია უკვე, რომ USAID არის კრიმინალური ორგანიზაცია და ამიტომ დაკეტა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა
იმედინიუსი

ყველასთვის ცნობილია უკვე, რომ USAID არის კრიმინალური ორგანიზაცია და ამიტომ დაკეტა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

მან იმ კამპანიაზეც ისაუბრა, რომელიც ამ ორგანიზაციის საქმიანობის გარშემო მიმდინარეობდა.

„ისიც კარგად გვახსოვს, როგორ ესარჩლებოდნენ USAID-ს საქართველოში აგენტურული ოპოზიციური პარტიები, როგორი ისტერია ჰქონდა და როგორ სიყალბეში და თაღლითობაში მიიღეს მონაწილეობა მდიდარ „ენჯეოებთან“ ერთად „რუსული კანონის“ საკითხის გარშემო. მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ თურმე, როგორ შეიძლებოდა, „ქართულ ოცნებას“ ეჭვქვეშ დაეყენებინა USAID-ის დაფინანსება. მოვიდა ბატონი ტრამპის ადმინისტრაცია და ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტურა, რომ ეს არის კრიმინალური ორგანიზაცია”, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

როგორც ცნობილია, ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე გააზიარა პოსტი, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქმიანობას ეხება და ორგანიზაციას საქართველოსა და სხვა ქვეყნებში „ფერადი რევოლუციების მანქანის“ შექმნაში ადანაშაულებს - 2008-დან 2025 წლამდე საქართველოში USAID-ის გრანტების სახით 1 მილიარდ დოლარზე მეტი დაიხარჯა, საიდანაც 26 მილიონი დოლარი „არჩევნებსა და პოლიტიკურ პროცესებს“ მოხმარდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოკარგად გვახსოვს როგორ ესარჩლებოდნენ USAID-ს საქართველოში აგენტურული ოპოზიციური პარტიები და როგორ სიყალბეში და თაღლითობაში მიიღეს მონაწილეობა მდიდარ NGO-ებთან ერთად - ლევან მაჭავარიანი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მაკა ბოჭორიშვილი USAID-ზე: გავბედეთ იმის თქმა მაშინ, როცა ამაზე საუბარს ვერავინ ბედავდა. საჭიროება იყო ასეთი, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის არ დაგვემალა ის, რაც ხდებოდა ფარდის მიღმა, ის, რაც ხდებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით, ოპოზიციის სახელითწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები