UEFA: პოლიცია ჩაერია თავად „ბეშიქთაშის“ ფანებს შორის შეტაკებების გასანეიტრალებლად
უეფას განცხადებით, ბათუმში პოლიციასა და „ბეშიქთაშის“ ფანებს შორის ესკალაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიცია თავად გულშემატკივრებს შორის შეტაკებების გასანეიტრალებლად ჩაერია. შსს-ს ცნობით, ძალადობრივი ქმედებების შედეგად 3 პოლიციელი დაშავდა, დაკავებულია 16 პირი.

უეფა აცხადებს, რომ არ იყო პასუხისმგებელი ბათუმში, „ბეშიქთაშსა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ ევროპა ლიგის მატჩის ჩატარებაზე და არ გააჩნდა კონტროლი მატჩის ჩატარების ადგილზე უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით.
როგორც უეფას მიერ გავრცელებულ განმარტებაშია ნათქვამი, თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ, თურქეთის შესაბამისი ადგილობრივი ორგანოების რეკომენდაციებისა და მითითებების საფუძველზე, უეფას აცნობა, რომ მატჩი „ბეშიქთაშის“ საშინაო სტადიონზე არ გაიმართებოდა და იმავე შეტყობინებაში დაკონკრეტებული იყო, რომ ახალი, შეთანხმებული ადგილი საქართველოში, ბათუმის სტადიონი იქნებოდა.
„სეზონის ყველა სხვა მატჩის მსგავსად, გამონაკლისი არც დღევანდელი საღამო ყოფილა, რადგან უეფა არ იყო მატჩის ორგანიზატორი და, შესაბამისად, არ იყო პასუხისმგებელი და არ გააჩნდა კონტროლი მატჩის ჩატარების ადგილზე უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. . სტადიონზე განხორციელებული ყველა ჩარევა გადაწყდა და შესრულდა კომპეტენტური ადგილობრივი ორგანოების მიერ, საკუთარი მოვალეობების შესრულებისას და მათივე იურისდიქციის ფარგლებში. ზოგიერთ მედიასაშუალებაში ამჟამად გავრცელებული ინფორმაციის საპირისპიროდ, უეფას ინფორმაციით, ადგილობრივ პოლიციასა და „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის ესკალაცია, რამაც მატჩის დროებითი შეჩერება გამოიწვია, დაიწყო მას შემდეგ, რაც ადგილობრივი პოლიცია ჩაერია „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა სექტორში, თავად „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის დაწყებული შეტაკებების გასანეიტრალებლად“, — ნათქვამია უეფას განცხადებაში.
მანამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო, რომ რომ ბათუმში ინციდენტი თურქული კლუბის გულშემატკივრების მიერ პალესტინის დროშის გაშლას მოჰყვა.
26 ნოემბერს, ევროპა ლიგის მატჩი თურქულ „ბეშიქთაშსა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ „ბათუმი არენაზე“ ჩატარდა. მატჩი დროებით შეჩერდა სტადიონზე არეულობის გამო. დაპირისპირება იყო პოლიციასა და გულშემატკივრებს შორის. თურქმა გულშემატკივრებმა დაამტვრიეს სკამები. პოლიციამ გამოიყენა წიწაკის სპრეი და სტადიონისკენ დაიძრა სპეცრაზმიც.
გულშემატკივრების და პოლიციის დაპირისპირების შემდეგ, შსს-მ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც წერდა, რომ „გულშემატკივართა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად სამინისტროს 3 თანამშრომელი დაშავდა“. პოლიციამ დააკავა 16 პირი, თუმცა უცნობია, რა მუხლით. თურქეთის ხელისუფლების თანამდბეობის პირები დაუკავშირდნენ ქართულ მხარეს და უკმაყოფილება გამოთქვეს თურქი გულშემატკივრების მიმართ „არაპროპორციული ძალის“ გამოყენების გამო.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
18 სტატიაშსს „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს – „საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვა სავალდებულოა ყველა პირისთვის, განურჩევლად მისი მოქალაქეობისა თუ ეროვნებისა“
შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩთან დაკავშირებით მომხდარი დაპირისპირების გამო, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 16 პირი დააკავეს
შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩთან დაკავშირებით მომხდარი დაპირისპირების გამო, 16 პირი დააკავეს
შსს „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებას გამოეხმაურა
შსს უარყოფს, რომ ბათუმში ინციდენტი პალესტინის დროშას მოჰყვა
ბათუმში მატჩის დროს დაპირისპირებას 3 სამართალდამცველი დაშავდა, დაკავებულია 16 პირი
შსს-ს ინფორმაციით, „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 თანამშრომელი დაშავდა
შსს-ს ინფორმაციით, „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი თანამშრომელი დაშავდა
შინაგან საქმეთა სამინისტრო: საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვა სავალდებულოა ყველა პირისთვის, განურჩევლად მისი მოქალაქეობისა, თუ ეროვნებისა
- შსს "ბეშიქთაშისა" და ბეერ-შევას "ჰაპოელის" მატჩთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
დაკავებულია 16 პირი, დაშავებულია 3 პოლიციელი – შსს-ს განცხადება
ბათუმში განვითარებული მოვლენების ფონზე, სამართალდამცველებმა 16 პირი დააკავეს, ფეხბურთის გულშემატკივართა მხრიდან ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავებულია შსს-ს 3 თანამშრომელი - შსს
შსს: „საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვა სავალდებულოა ყველა პირისთვის, განურჩევლად მისი მოქალაქეობისა, თუ ეროვნებისა. სამართალდამცველებზე თავდასხმა, ძალადობა და საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა დაუშვებელია და თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას მოჰყვება კანონით გათვალისწინებული მკაცრი რეაგირება“
რატომ დაიწყო დაპირისპირება „ბათუმი არენის“ ტრიბუნაზე? უეფას განმარტება
რატომ შეწყდა დროებით ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩი - უეფას განმარტება
- [PHOTO] მძიმე სურათი - რა მდგომარეობაში იყო ბათუმის "დინამოს" სტადიონის ტრიბუნები მატჩის დასრულების შემდეგ
შსს არ ამხელს, გაათავისუფლეს თუ არა თურქი ფანები
- UEFA-მ ბათუმში მომხდარი არეულობის გამო პასუხისმგებლობა ადგილობრივ ორგანიზატორებს დააკისრა და კონფლიქტის გამოწვევის მიზეზის თავისი ვერსია დაასახელა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…