მერაბ გამყრელიძემ რეგიონული დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა მერაბ გამყრელიძემ რეგიონული დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრებზე საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და მიმდინარე საქმეები განიხილა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა მერაბ გამყრელიძემ, პირველ მოადგილე დავით არდაზიშვილთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, შიდა ქართლისა და გურიის რეგიონული დანაყოფების ხელმძღვანელებთან და თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.
შეხვედრებზე განიხილეს რეგიონულ სტრუქტურულ დანაყოფებში არსებული ვითარება, საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებები, მიმდინარე საქმეები და სამსახურის წინაშე არსებული ამოცანები.
მერაბ გამყრელიძემ თანამშრომლებისგან მოისმინა ინფორმაცია არსებული საჭიროებების შესახებ და ყურადღება გაამახვილა საგამოძიებო საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებაზე, დანაყოფების ეფექტიან მუშაობასა და თანამშრომელთა პროფესიულ პასუხისმგებლობაზე.
შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი კობა კოპალიანი და მისი მოადგილე დავით სადაღაშვილი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…