პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი არ პასუხობს კითხვას, რატომ დათანხმდნენ „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის ბათუმში ჩატარებას

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაშინაგან საქმეთა სამინისტრო

ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე არ პასუხობს კითხვას, რატომ დათანხმდა საქართველო „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის ბათუმში ჩატარებას, სადაც დაპირისპირებისას 3 პოლიციელი დაშავდა და 16 ადამიანი დააკავეს.

ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი არ პასუხობს კითხვას, რატომ დათანხმდნენ „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის ბათუმში ჩატარებას
TV პირველი

ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი არ პასუხობს კითხვას, რატომ დათნხმა ქართული მხარე უეფას ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის ჩატარებაზე.

კახა ჭუმბურიძემ ჟურნალისტს ჟურნალისტს უთხრა, რომ პრესსამახურთან გაერკვია. თუმცა, არც პრესამსახურმა უპასუხა აღნიშნულ კითხვას.

მომხდარს ამ დრომდე არ გამოხმაურებია არც ფეხბურთის ფედერაცია.

რა მოხდა ბათუმში:

თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩი, რომელიც 26 ნოემბერს ბათუმში გაიმართა, თავდაპირველად სტამბოლში უნდა ჩატარებულიყო. თუმცა თურქეთის ხელისუფლებამ უსაფრთხოების რისკების გამო უეფას აცნობა, რომ შეხვედრის მასპინძლობა არ შეეძლო. უეფამ მატჩის ნეიტრალურ მოედანზე, ბათუმში გამართვის გადაწყვეტილება მიიღო.

ბათუმში მატჩის დაწყებამდე ვითარება დაიძაბა და დაძაბულობა მატჩის მიმდინარეობისას გაგრძელდა. თამაში გარკვეული პერიოდით შეწყდა კიდეც.

პოლიციასა და „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა, მათ შორის მას შემდეგ, რაც ტრიბუნაზე გულშემატკივრებმა პალესტინის დროშა გაშალეს.

შსს-ს ცნობით, ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის გარშემო განვითარებული მოვლენების შედეგად პოლიციის სამი თანამშრომელი დაშავდა, ხოლო 16 ადამიანი დააკავეს.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
რატომ შეწყდა დროებით ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩი - უეფას განმარტებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები