პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

UEFA-მ ბათუმში მომხდარი არეულობის გამო პასუხისმგებლობა ადგილობრივ ორგანიზატორებს დააკისრა და კონფლიქტის გამოწვევის მიზეზის თავისი ვერსია დაასახელა

უეფამ ბათუმში „ბეშიქთაშსა“ და „ჰაპოელს“ შორის მატჩისას მომხდარ არეულობაზე პასუხისმგებლობა ადგილობრივ ორგანიზატორებს დააკისრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ინციდენტის გამო 16 პირი დააკავეს, დაშავდა სამი პოლიციელი.

UEFA-მ ბათუმში მომხდარი არეულობის გამო პასუხისმგებლობა ადგილობრივ ორგანიზატორებს დააკისრა და კონფლიქტის გამოწვევის მიზეზის თავისი ვერსია დაასახელა
სპორტალი

ევროპის ფეხბურთის ასოციაციების კავშირმა (UEFA) თურქულ "ბეშიქთაშსა" და ისრაელის ბეერ-შევას "ჰაპოელს" შორის გამართულ უეფას ევროპის ლიგის მატჩზე მომხდარი არეულობის გამო პასუხისმგებლობა ადგილობრივ ორგანიზატორებს დააკისრა.

"UEFA არ იყო მატჩის ადგილობრივი ორგანიზატორი, შესაბამისად, არც სტადიონზე უსაფრთხოების საკითხებზე აკისრია პასუხისმგებლობა და არც ამ საკითხებს აკონტროლებდა.

სტადიონზე განხორციელებული ყველა ქმედება ადგილობრივი კომპეტენტური ორგანოების ინიციატივითა და შესრულებით წარიმართა, მათი მოვალეობებისა და იურისდიქციის ფარგლებში.

ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაციის საპირისპიროდ, UEFA-ს ხელთ არსებული მონაცემებით, ადგილობრივ პოლიციასა და "ბეშიქთაშის" გულშემატკივრებს შორის კონფლიქტის გამწვავება, რამაც მატჩის დროებით შეჩერება გამოიწვია, მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივი პოლიცია "ბეშიქთაშის" გულშემატკივართა სექტორში შევიდა, რათა ჩარეულიყო თავად გულშემატკივრებს შორის დაწყებულ დაპირისპირებაში", - წერია განცხადებაში.

ინციდენტის შესახებ ოფიციალური განცხადება შსს-მ გამოაქვეყნა და მომხდარი ასე ახსნა:

"ევროპის მოედნიდან „ბათუმი არენას“ მიმართულებით მსვლელობისას საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა ნაწილი გამოირჩეოდა აგრესიული ქმედებებით. ისინი უცენზურო შეძახილებითა და სხვადასხვა საგნის სროლით უხეშად არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, არ ემორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს და ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ მათ.

გულშემატკივართა ნაწილის მხრიდან ძალადობრივი და პროვოკაციული ქმედებები სტადიონის ტერიტორიაზეც გაგრძელდა. ისინი აზიანებდნენ სტადიონის ინფრასტრუქტურას, მათ შორის, სკამებს, რომლებსაც შემდგომ სამართალდამცველებს ესროდნენ, რითაც საფრთხეს უქმნიდნენ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

პოლიცია ძალადობრივი ქმედებების აღკვეთის, ვითარების დეესკალაციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებდა შესაბამის ღონისძიებებს, მათ შორის, გამოყენებული იქნა სპეციალური საშუალება.

გულშემატკივართა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი თანამშრომელი, რომელთაც სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ.

სამართალდამცველებმა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 16 პირი დააკავეს.

ასევე, ცალკეული უცხოური მედიასაშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება პალესტინის მხარდამჭერი დროშებისა და ბანერების გამოფენას უკავშირდებოდა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს.

კატეგორიულად უარვყოფთ აღნიშნულ ინფორმაციას და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გულშემატკივართა მხრიდან ძალადობრივი ქმედებები და სამართალდამცველებთან ფიზიკური დაპირისპირება აღნიშნული დროშებისა და ბანერების გამოფენამდე, ჯერ კიდევ სტადიონის მიმართულებით მსვლელობისას დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ხაზგასმით აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვა სავალდებულოა ყველა პირისთვის, განურჩევლად მისი მოქალაქეობისა, თუ ეროვნებისა.

სამართალდამცველებზე თავდასხმა, ძალადობა და საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა დაუშვებელია და თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას მოჰყვება კანონით გათვალისწინებული მკაცრი რეაგირება", - ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, "ბეშიქთაშისა" და ბეერ-შევას "ჰაპოელს" შორის შეხვედრა მოგვიანებით განახლდა და თურქული გუნდის გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

19 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 9ნეიტრალური 6
  1. პირველი არხისამთავრობოშსს „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს – „საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვა სავალდებულოა ყველა პირისთვის, განურჩევლად მისი მოქალაქეობისა თუ ეროვნებისა“
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიშსს-ს ინფორმაციით, ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩთან დაკავშირებით მომხდარი დაპირისპირების გამო, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 16 პირი დააკავეს
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიშსს-ს ინფორმაციით, ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩთან დაკავშირებით მომხდარი დაპირისპირების გამო, 16 პირი დააკავეს
  4. ფორმულაოპოზიციურიშსს „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებას გამოეხმაურა
  5. ნეტგაზეთიოპოზიციურიშსს უარყოფს, რომ ბათუმში ინციდენტი პალესტინის დროშას მოჰყვა
  6. TV პირველიოპოზიციურიბათუმში მატჩის დროს დაპირისპირებას 3 სამართალდამცველი დაშავდა, დაკავებულია 16 პირი
  7. ინტერპრესნიუსინეიტრალურიშსს-ს ინფორმაციით, „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 თანამშრომელი დაშავდა
  8. ინტერპრესნიუსინეიტრალურიშსს-ს ინფორმაციით, „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი თანამშრომელი დაშავდა
  9. იმედინიუსისამთავრობოშინაგან საქმეთა სამინისტრო: საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვა სავალდებულოა ყველა პირისთვის, განურჩევლად მისი მოქალაქეობისა, თუ ეროვნებისა
  10. სპორტალინეიტრალურიშსს "ბეშიქთაშისა" და ბეერ-შევას "ჰაპოელის" მატჩთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  11. ალიაოპოზიციურიდაკავებულია 16 პირი, დაშავებულია 3 პოლიციელი – შსს-ს განცხადება
  12. რუსთავი 2სამთავრობობათუმში განვითარებული მოვლენების ფონზე, სამართალდამცველებმა 16 პირი დააკავეს, ფეხბურთის გულშემატკივართა მხრიდან ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავებულია შსს-ს 3 თანამშრომელი - შსს
  13. POSTVსამთავრობოშსს: „საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვა სავალდებულოა ყველა პირისთვის, განურჩევლად მისი მოქალაქეობისა, თუ ეროვნებისა. სამართალდამცველებზე თავდასხმა, ძალადობა და საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა დაუშვებელია და თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას მოჰყვება კანონით გათვალისწინებული მკაცრი რეაგირება“
  14. რადიო თავისუფლებაოპოზიციურირატომ დაიწყო დაპირისპირება „ბათუმი არენის“ ტრიბუნაზე? უეფას განმარტება
  15. TV პირველიოპოზიციურირატომ შეწყდა დროებით ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩი - უეფას განმარტება
  16. ნეტგაზეთიოპოზიციურიUEFA: პოლიცია ჩაერია თავად „ბეშიქთაშის“ ფანებს შორის შეტაკებების გასანეიტრალებლად
  17. სპორტალინეიტრალური[PHOTO] მძიმე სურათი - რა მდგომარეობაში იყო ბათუმის "დინამოს" სტადიონის ტრიბუნები მატჩის დასრულების შემდეგ
  18. ფორმულაოპოზიციურიUEFA: სტადიონზე ჩარევაზე ყველა გადაწყვეტილება ადგილობრივმა უწყებებმა მიიღეს
  19. ნეტგაზეთიოპოზიციურიშსს არ ამხელს, გაათავისუფლეს თუ არა თურქი ფანები
მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ბათუმში,„ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას, სამართალდამცავებმა სავარაუდოდ, რამდენიმე პირი დააკავესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები