პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

"ვგმობ ქართული პოლიციის ჩარევას "ბეშიქთაშის" ქომაგების წინააღმდეგ" - მესუთ ოზილი

მესუთ ოზილმა სოციალურ ქსელში დაგმო ბათუმში გამართულ ევროპალიგის მატჩზე ქართული პოლიციის ქმედებები „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების წინააღმდეგ. ვეტერანი ფეხბურთელი მხარდაჭერას უცხადებს ქომაგებს, რომლებმაც პალესტინის მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირეს.

"ვგმობ ქართული პოლიციის ჩარევას "ბეშიქთაშის" ქომაგების წინააღმდეგ" - მესუთ ოზილი
სპორტალი

უეფას ევროპალიგის მე-5 ტურში "ბეშიქთაში" ბეერ-შევას "ჰაპოელს" ქალაქ ბათუმში უპირისპირდებოდა, თუმცა ტრიბუნებზე და მოედანს მიღმა სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ 25-ე წუთზე მატჩი შეწყდა.

თურქული კლუბის გულშემატკივრები ქართველ სამართალდამცველებს როგორც ტრიბუნებზე, ასევე მოედნის გარეთ დაუპირისპირდნენ. თურქული მედიის, 23 Derece-ს ცნობით, პოლიციამ თურქი გულშემატკივრების წინააღმდეგ ხელკეტები და წიწაკის სპრეი გამოიყენა და რამდენიმე ქომაგი დააკავეს.

ინციდენტს თურქული კლუბები "გალათასარაი" და "ტრაბზონსპორი" გამოეხმაურნენ, ორივე მათგანმა მომხდარი დაგმო. რამდენიმე წუთის წინ მსგავსი შინაარსის განცხადება ვეტერანმა ფეხბურთელმა და თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ახლო მეგობარმა, მესუთ ოზილმაც გააკეთა.

"ვგმობ ქართული პოლიციის ჩარევას "ბეშიქთაშის" იმ გულშემატკივრების წინააღმდეგ, რომლებიც პალესტინელი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლას უჭერენ მხარს.

მივესალმები "ბეშიქთაშის" ქომაგებს ამ მნიშვნელოვანი პოზიციის დაფიქსირებისთვის. მათ უარი თქვეს, გაჩუმებულიყვნენ პალესტინაში არსებული უსამართლობის წინაშე და ხმა კაცობრიობის საერთო სინდისს მიაწვდინეს. სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ყველა გულშემატკივარს, რომელთა წინააღმდეგაც პოლიციამ ძალა გამოიყენა", - დაწერა ოზილმა პლატფორმა X-ზე.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სპორტი ·
[VIDEOS] ბათუმში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა - "ბეშიქთაშის" ქომაგები პოლიციელებს დაუპირისპირდნენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები