პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

რატომ დაიწყო დაპირისპირება „ბათუმი არენის“ ტრიბუნაზე? უეფას განმარტება

შინაგან საქმეთა სამინისტრო

უეფას განცხადებით, „ბათუმი არენაზე“ პოლიცია „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის შეტაკების შესაჩერებლად შევიდა, რასაც თამაშის დროებითი შეწყვეტა მოჰყვა. შსს-ს ცნობით, მომხდარის შედეგად 3 პოლიციელი დაშავდა და 16 პირი დააკავეს.

რატომ დაიწყო დაპირისპირება „ბათუმი არენის“ ტრიბუნაზე? უეფას განმარტება
რადიო თავისუფლება

ორგანიზაციის ინფორმაციით, პოლიცია ტრიბუნაზე „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის შეტაკების შესაჩერებლად შევიდა. ამის შემდეგ ვითარება პოლიციელებსა და გულშემატკივრებს შორის დაიძაბა და თამაში დროებით შეწყდა.

„ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ცნობების საპირისპიროდ, უეფას ინფორმაციით, ადგილობრივ პოლიციასა და „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც პოლიცია „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა სექტორში შევიდა, რათა თავად კლუბის გულშემატკივრებს შორის დაწყებული შეტაკებები შეეჩერებინა. ვითარების გამწვავებამ მატჩის დროებით შეჩერება გამოიწვია“, - ნათქვამია უეფას განცხადებაში.

უეფა წერს, რომ, როგორც სეზონის სხვა შეხვედრების შემთხვევაში, ბათუმშიც მატჩის ორგანიზატორი თავად არ ყოფილა და სტადიონზე უსაფრთხოების ზომებს არ აკონტროლებდა.

„სტადიონზე ჩარევის შესახებ ყველა გადაწყვეტილება შესაბამისმა ადგილობრივმა უწყებებმა მიიღეს და თავადვე განახორციელეს თავიანთი მოვალეობების შესრულებისას, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში“, - აცხადებს უეფა.

რა მოხდა ბათუმის ქუჩებსა და სტადიონზე

მატჩის დაწყებამდე თურქეთიდან ჩამოსულმა გულშემატკივრებმა ბათუმის ევროპის მოედნიდან სტადიონისკენ მსვლელობა გამართეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გზად გულშემატკივართა ნაწილი პოლიციელებს სხვადასხვა ნივთს ესროდა და ფიზიკურად უპირისპირდებოდა. დაპირისპირება ტრიბუნაზეც გაგრძელდა. შსს-ს თანახმად, გულშემატკივართა ნაწილმა სტადიონზე სკამები დაამტვრია და პოლიციელებს ესროლა. უწყებამ დაადასტურა, რომ პოლიციამ სპეციალური საშუალება გამოიყენა, თუმცა არ დაუზუსტებია, რომელი.

მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ შლის ტრიბუნაზე ორი გულშემატკივარი პალესტინის დროშას, რის შემდეგაც მათკენ პოლიციელები მიემართებიან. შსს უარყოფს, რომ პოლიციამ ძალა დროშებისა და ბანერების გამოფენის გამო გამოიყენა. სამინისტროს ვერსიით, პოლიციელებთან ფიზიკური დაპირისპირება უფრო ადრე, ჯერ კიდევ სტადიონისკენ მსვლელობისას დაიწყო.

ევროპის ლიგის მატჩი 21:45-ზე დაიწყო. ტრიბუნაზე მომხდარი დაპირისპირების გამო თამაში დაახლოებით ნახევარი საათით შეწყდა და 22:45-ზე განახლდა. „ბეშიქთაშმა“ 2:1 გაიმარჯვა.

სამი დაშავებული პოლიციელი და 16 დაკავებული

საქართველოს შსს-მ 27 ნოემბერს, 01:35-ზე გავრცელებულ განცხადებაში დაწერა, რომ ბათუმში სამი პოლიციელი დაშავდა, 16 ადამიანი კი დააკავეს.

თურქული გაზეთი Türkiye თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ თბილისში თურქეთის საელჩოს ჩართულობით ბათუმში დაკავებული თურქეთის მოქალაქეებიდან „თითქმის ყველა“ გაათავისუფლეს. გამოცემა გათავისუფლებულთა ზუსტ რაოდენობას არ ასახელებს. მისივე ცნობით, საავადმყოფოდან გაწერეს თურქეთის ორი მოქალაქე.

საქართველოს შსს-ს დაკავებულთა გათავისუფლების შესახებ ამ ეტაპზე დამატებითი განმარტება არ გაუვრცელებია.

რა უთხრა თამაზაშვილმა თურქ კოლეგას

თურქეთის შსს-ს ცნობით, მინისტრმა მუსტაფა ჩიფთჩიმ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ სულხან თამაზაშვილთან სატელეფონო საუბრისას შეშფოთება გამოთქვა თურქი გულშემატკივრების მიმართ „არაპროპორციული ძალის გამოყენების“ გამო და კოლეგას მათი თურქეთში უსაფრთხოდ დაბრუნების უზრუნველყოფა სთხოვა.

სააგენტო „ანადოლუ“ თურქეთის შსს-ს განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ თამაზაშვილმა ჩიფთჩის უთხრა, პალესტინის დროშები გულშემატკივრებს უეფას წარმომადგენლებმა ჩამოართვეს და ამ გადაწყვეტილებაში საქართველოს სახელმწიფო უწყებებს მონაწილეობა არ მიუღიათ. უეფა თავის განცხადებაში დროშების ჩამორთმევას ცალკე არ ახსენებს.

„ბეშიქთაშმა“ დაგმო მატჩამდე და თამაშის დროს მისი გულშემატკივრების მიმართ „არაპროპორციული ძალის გამოყენება“. კლუბის განცხადებით, მან ამ საკითხზე ოფიციალურად მიმართა უეფასა და ბათუმში თურქეთის გენერალურ საკონსულოს. „ბეშიქთაშს“ სოლიდარობა გამოუცხადეს სტამბოლის „გალათასარაიმ“ და სხვა თურქულმა კლუბებმაც. ბათუმში მომხდარზე ერთმანეთს საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მაკა ბოჭორიშვილი და ჰაქან ფიდანიც ესაუბრნენ.

„ბეშიქთაშს“ ისრაელის კლუბისთვის სტამბოლში უნდა ემასპინძლა. უეფას განმარტებით, ადგილობრივ ხელისუფლებასთან კონსულტაციის შემდეგ თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ უეფას აცნობა, რომ მატჩი სტამბოლში ვერ ჩატარდებოდა. იმავე შეტყობინებაში ბათუმის სტადიონი უკვე მითითებული იყო მხარეებს შორის შეთანხმებულ ადგილად. 30 ოქტომბერს უეფამ გამოაცხადა, რომ შეხვედრა ბათუმში მაყურებლის თანდასწრებით გაიმართებოდა.

ღაზაში ომის დაწყების შემდეგ თურქეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა. „ბეშიქთაშს“ ისრაელის კლუბთან საშინაო მატჩი ადრეც გაუმართავს თურქეთის ფარგლებს გარეთ. 2024 წლის ნოემბერში სტამბოლის კლუბი თელ-ავივის „მაკაბის“ უნგრეთში შეხვდა. მაშინ მატჩზე მაყურებელი არ დაუშვეს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

16 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 7ნეიტრალური 5
  1. პირველი არხისამთავრობოშსს „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს – „საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვა სავალდებულოა ყველა პირისთვის, განურჩევლად მისი მოქალაქეობისა თუ ეროვნებისა“
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიშსს-ს ინფორმაციით, ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩთან დაკავშირებით მომხდარი დაპირისპირების გამო, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 16 პირი დააკავეს
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიშსს-ს ინფორმაციით, ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩთან დაკავშირებით მომხდარი დაპირისპირების გამო, 16 პირი დააკავეს
  4. ფორმულაოპოზიციურიშსს „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებას გამოეხმაურა
  5. ნეტგაზეთიოპოზიციურიშსს უარყოფს, რომ ბათუმში ინციდენტი პალესტინის დროშას მოჰყვა
  6. TV პირველიოპოზიციურიბათუმში მატჩის დროს დაპირისპირებას 3 სამართალდამცველი დაშავდა, დაკავებულია 16 პირი
  7. ინტერპრესნიუსინეიტრალურიშსს-ს ინფორმაციით, „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 თანამშრომელი დაშავდა
  8. ინტერპრესნიუსინეიტრალურიშსს-ს ინფორმაციით, „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი თანამშრომელი დაშავდა
  9. იმედინიუსისამთავრობოშინაგან საქმეთა სამინისტრო: საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვა სავალდებულოა ყველა პირისთვის, განურჩევლად მისი მოქალაქეობისა, თუ ეროვნებისა
  10. სპორტალინეიტრალურიშსს "ბეშიქთაშისა" და ბეერ-შევას "ჰაპოელის" მატჩთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  11. ალიაოპოზიციურიდაკავებულია 16 პირი, დაშავებულია 3 პოლიციელი – შსს-ს განცხადება
  12. რუსთავი 2სამთავრობობათუმში განვითარებული მოვლენების ფონზე, სამართალდამცველებმა 16 პირი დააკავეს, ფეხბურთის გულშემატკივართა მხრიდან ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავებულია შსს-ს 3 თანამშრომელი - შსს
  13. POSTVსამთავრობოშსს: „საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვა სავალდებულოა ყველა პირისთვის, განურჩევლად მისი მოქალაქეობისა, თუ ეროვნებისა. სამართალდამცველებზე თავდასხმა, ძალადობა და საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა დაუშვებელია და თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას მოჰყვება კანონით გათვალისწინებული მკაცრი რეაგირება“
  14. TV პირველიოპოზიციურირატომ შეწყდა დროებით ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩი - უეფას განმარტება
  15. ნეტგაზეთიოპოზიციურიUEFA: პოლიცია ჩაერია თავად „ბეშიქთაშის“ ფანებს შორის შეტაკებების გასანეიტრალებლად
  16. ნეტგაზეთიოპოზიციურიშსს არ ამხელს, გაათავისუფლეს თუ არა თურქი ფანები
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
საქართველოში დაკავებული თურქეთის მოქალაქეების უმეტესობა გაათავისუფლეს - თურქული მედიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები