თენგიზ შარმანაშვილი – ლონდონის ოპერის ხელმძღვანელს ათქმევინეს, ბურჭულაძე იმიტომ დააპატიმრეს, აქციაზე ოპერიდან არია შეასრულაო, საინტერესო ოპერაა – „ჩავიბაროთ პრეზიდენტის სასახლის გასაღები“
თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რომ ვერანაირი სანქცია ვერ ააღებინებთ ხელს ეროვნული ინტერესების დაცვაზე, ევროპარლამენტის რეზოლუციას კი სიცრუეს უწოდებს.

ვერანაირი სანქცია ხელს ვერ აგვაღებინებს ეროვნული ინტერსების დაცვაზე, თუ ამაში ჯერ ვერ დარწმუნდნენ, კი ბატონო, კიდევ დაგვემუქრონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია ტყუილია.
„როგორც ის იყო ტყუილი, რომ მიხეილ სააკაშვილი კვდებოდა, ცოტა დღე ჰქონდა დარჩენილი და შემდეგ აღმოჩნდა, რომ თავისი პარტიის უზარმაზარი ლიდერია, მისგან დღეში ხუთი დირექტივა მოდის. მგონი, გარეთ იმდენი პოლიტიკური განცხადების გაკეთებას პრემიერ-მინისტრიც ვერ ახერხებს, რასაც ის შიგნით, ციხეში აკეთებს. გახსოვთ, ლონდონის ოპერის ხელმძღვანელს გაავრცელებინეს ინფორმაცია, რომ პაატა ბურჭულაძე იმიტომ დააპატიმრეს, რომ საპროტესტო აქციაზე ოპერიდან არია შეასრულაო. ეს არია იყო – მოდით, დააპატიმრეთ მთავრობა? რომელი ოპერიდან არის არია – წავიდეთ და ჩავიბაროთ პრეზიდენტის სასახლის გასაღები და მთელი ხელისუფლება 4 ოქტომბერს უნდა გავყაროთო? – საინტერესო ოპერაა. ლონდონის ოპერის ხელმძღვანელი თუ მიგვითითებს, ეს რომელ არიაა, წავალთ და ჩვენც ვნახავთ. ასეთივე სიმართლეა ის, რომ ეს ადამიანები პოლიტპატიმრები არიან. ვერანაირი სანქცია ეროვნული ინტერსების დაცვაზე ხელს ვერ აგვაღებინებს, თუ ამაში ჯერ ვერ დარწმუნდნენ, კი ბატონო, კიდევ დაგვემუქრონ“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ითხოვს პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის და კიდევ რამდენიმე პირის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. მანამდე, 25 ნოებერს, ევროპარამენტში გაიმართა დებატები რეზოლუციის პროექტზე – „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…