პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია პაატა ბურჭულაძის და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით

ქართული ოცნება

ევროპარლამენტმა 441 ხმით მიიღო რეზოლუცია, რომლითაც პაატა ბურჭულაძის, მიხეილ სააკაშვილისა და სხვა პატიმრების გათავისუფლებას, ასევე ბიძინა ივანიშვილისა და ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს.

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია პაატა ბურჭულაძის და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით
ნეტგაზეთი

ევროპარლამენტმა 441 ხმით, 47-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია პაატა ბურჭულაძისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში მყოფი პოლიტიკური პატიმრების საკითხზე.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ 71 წლის პაატა ბურჭულაძეს — გამოჩენილ საოპერო მომღერალსა და სამოქალაქო აქტივისტს, რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქართულ და ევროპულ კულტურაში — 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით, მათ შორის, 2025 წლის 4 ოქტომბრის დემონსტრაციების კვალდაკვალ, სავარაუდო ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და კონსტიტუციური წყობილების დამხობისკენ მოწოდებისთვის.

რეზოლუცია მიუთითებს, რომ ბურჭულაძე საქართველოსა და ავსტრიის მოქალაქეა, ის უარყოფს წაყენებულ ბრალდებებს და არსებობს სერიოზული შეშფოთება სასამართლო პროცესის სამართლიანობასთან, სასჯელის პროპორციულობასა და მისი პატიმრობის პირობებთან დაკავშირებით. კენჭისყრას წინ უძღოდა დებატები ევროპარლამენტში, სადაც დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ „ქართულ ოცნებას“ ეშინია პაატა ბურჭულაძის ცნობილი ხმის, რომელიც საოპერო თეატრებს ავსებდა. დებატებზე გამომსვლელ 15 სპიკერს შორის ერთადერთი, ვინც ტრადიციულად „ქართული ოცნების“ პოზიციები დაიცვა, იყო ტიერი მარიანი — მარინ ლე პენისა და ჯორდან ბარდელას პარტია „ეროვნული გაერთიანების“ წევრი, რომელიც ევროპარლამენტში „პატრიოტები ევროპისთვის“ ჯგუფს წარმოადგენს.

ახალი რეზოლუციით ევროპარლამენტი:

მკაცრად გმობს პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძისა და პაატა მანჯგალაძის მსჯავრდადებას. ითხოვს მათ დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას, ისევე როგორც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ბარამიძის, ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიასა და მზია ამაღლობელის, აგრეთვე პატიმრობაში მყოფი ყველა მშვიდობიანი მომიტინგის გათავისუფლებას. მოითხოვს, რომ ევროპარლამენტის წევრებს მიეცეთ დაკავებულებთან დაუბრკოლებელი წვდომა. სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს ხელისუფლებას მათ სიცოცხლეზე, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე. ითხოვს დაკავებულებისთვის დამოუკიდებელ ექიმებთან დაუყოვნებლივ და დაუბრკოლებელ წვდომას;

მოუწოდებს საქართველოს თვითდანიშნულ ხელისუფლებას, სრულად დაიცვას სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო სტანდარტები და უზრუნველყოს ბურჭულაძის წვდომა სათანადო სამედიცინო დახმარებაზე, იურიდიულ დახმარებასა და ოჯახთან რეგულარულ კონტაქტზე; მოითხოვს ბურჭულაძის უფლებების სრულ პატივისცემას შეუფერხებელ საკონსულო წვდომასთან დაკავშირებით;

დაჟინებით მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ხელოვანების, ოპოზიციონერი ფიგურების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების პოლიტიკურად

მოტივირებული დევნა და სასამართლო გზით შევიწროება, უზრუნველყოს გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების სრული თავისუფლება;

მოითხოვს ძალის გადამეტებული გამოყენების, დაშინებისა და მომიტინგეთა მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ ბრალდებების დამოუკიდებელ გამოძიებას და პასუხისმგებელი პირების კანონის შესაბამისად პასუხისგებაში მიცემას;

კვლავ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხისა და მისი დემოკრატიული მისწრაფებების მიმართ და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა აუცილებელი წინაპირობაა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ნებისმიერი პროგრესისთვის;

სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ ევროკავშირის ზოგიერთმა წევრმა სახელმწიფომ ვერ შეძლო საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე პასუხისმგებელი პირებისთვის პასუხის მოთხოვნა. დაჟინებით მოუწოდებს ევროკავშირს, შეინარჩუნოს კოორდინირებული რეაგირება ამ კუთხით. კვლავ იმეორებს თავის მოწოდებას მიზნობრივი სანქციების დაწესების შესახებ, რაც მოიცავს აქტივების გაყინვასა და ევროკავშირში შესვლისა და ტრანზიტის აკრძალვას იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის ძირის გამოთხრაზე, ასევე ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, კახა კალაძისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირების, აგრეთვე მოსამართლეების, პროკურორებისა და სამართალდამცავი ორგანოების თანამდებობის პირების წინააღმდეგ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტის რეზოლუცია სარეკომენდაციო ხასიათისაა და ევროკავშირს სანქციების დაწესებას ვერ ავალდებულებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 2
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურირეზოლუციის პროექტი - ევროპარლამენტი მოითხოვს მიზნობრივი სანქციებისა და სავიზო აკრძალვების დაწესებას ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, კახა კალაძისა და სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ
  2. TV პირველიოპოზიციურისანქციები ივანიშვილის, მაღალჩინოსნების, მოსამართლეების, პროკურორების და სამართალდამცველების წინააღმდეგ - ევროპარლამენტმა რეზოლუცია დაამტკიცა
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიევროპარლამენტმა საქართველოს საკითხზე რეზოლუცია მიიღო
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რას ითხოვს ევროპარლამენტი ახალი რეზოლუციითწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები