პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ლევან მაჭავარიანი – პაატა ბურჭულაძეზე საუბრობენ, რომ პოლიტპატიმარია, როცა თვეებით ადრე ავანგარდში ედგა დამხობის აქციას, საქართველოში, ვინც საღად აზროვნებს, არავის აინტერესებს ევროპარლამენტარების რეზოლუციები

ქართული ოცნება

„ქართული ოცნების“ წევრმა ლევან მაჭავარიანმა ევროპარლამენტის ახალ რეზოლუციას სიყალბე უწოდა და განაცხადა, რომ საქართველოში საღად მოაზროვნე არცერთ ადამიანს ევროპარლამენტარების რეზოლუციები აღარ აინტერესებს.

ლევან მაჭავარიანი – პაატა ბურჭულაძეზე საუბრობენ, რომ პოლიტპატიმარია, როცა თვეებით ადრე ავანგარდში ედგა დამხობის აქციას, საქართველოში, ვინც საღად აზროვნებს, არავის აინტერესებს ევროპარლამენტარების რეზოლუციები
პირველი არხი

საქართველოში არავის, ვინც საღად აზროვნებს, ევროპარლამენტარების კომენტარები და რეზოლუციები უკვე არ აინტერესებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ძალიან სასაცილო დოკუმენტია უკვე ეს რეზოლუცია“.

„თვლაშიც ავირიე მერამდენე რეზოლუცია მიიღეს. ისეთ დონეზე არიან დასულები და ისეთ სიყალბეს სთავაზობენ ჩვენს საზოგადოებას, თითქოს სინამდვილეა. თვითონ ანადგურებენ რეპუტაციას, რომელიც ისედაც ძალიან დაზიანებული აქვს ჩვენი მოქალაქეების თვალში. პაატა ბურჭულაძეზე საუბრობენ, რომ პოლიტიკური პატიმარია, როდესაც თვეებით ადრე იმუქრებოდა და ავანგარდში ედგა იმ დამხობის აქციას, როდესაც მისმა თანამებრძოლმა, ასევე ორგანიზატორმა, ზოდელავამ პირდაპირ აღიარა თავისი ბრალი. მან თქვა, რომ ეს იყო დანაშაული, როდესაც ნახევარზე მეტმა, ვინც დაკავებული არიან ამ საქმეზე, ითანამშრომლეს, მოინანიეს, აღიარეს, რომ დამნაშავეები არიან. ამ ყველაფრის ფონზე ისევ პაატა ბურჭულაძეს წერენ პოლიტიკურ დევნილს, მიხეილ სააკაშვილს წერენ პოლიტიკურ პატიმარს, თავი სამარცხვინო მდგომარეობაში ჩაიგდებს. ადამიანთა დაჯგუფება, რომლებმაც რუკაზე არ იციან, სად მდებარეობს ირანი, გვიწერენ ასეთ აბსურდებს. პულსზე ხელი არ უდევთ და ბოლომდე ანადგურებენ თავიანთ რეპუტაციას. საქართველოში არავის, ვინც საღად აზროვნებს, ევროპარლამენტარების კომენტარები და რეზოლუციები უკვე არ აინტერესებს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ითხოვს პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის და კიდევ რამდენიმე პირის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლევან მახაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ხელისუფლების დამხობის ორგანიზება არა საოპერო ხელოვნება, არამედ უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაულია. ბურჭულაძის გათავისუფლების მოთხოვნა მართლაც ნიშნავს იმას, რომ ევროპარლამენტი პირდაპირ უცხადებს მხარდაჭერას ძალადობას და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები