პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ლევან მაჭავარიანი – USAID-ი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დონორი ორგანიზაცია იყო, ე.წ მდიდარი ენჯეოებისთვის ჩვეულებრივი კრიმინალური სინდიკატია

ქართული ოცნებანაციონალური მოძრაობა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ USAID-ი ჩვეულებრივი კრიმინალური სინდიკატია, რომელიც საქართველოში ქაოსსა და რევოლუციურ პროცესებს აფინანსებდა.

ლევან მაჭავარიანი – USAID-ი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დონორი ორგანიზაცია იყო, ე.წ მდიდარი ენჯეოებისთვის ჩვეულებრივი კრიმინალური სინდიკატია
პირველი არხი

თაღლითური კამპანია, რომელსაც უწოდეს რუსული კანონი, USAID-ის ორკესტრირებულია, რათა მათ მიერ დახარჯული სამარცხვინო თანხები არ გამხდარიყო საჯარო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, USAID-ი აფინანსებდა სხვადასხვა ქვეყნებში და მათ შორის საქართველოში ქაოსსა და რევოლუციურ პროცესებს.

„დადასტურდა ის, რაზეც „ქართული ოცნება“ ვსაუბრობდით, რომ ყველაფერი იყო სიმართლე და დღეს ამაზე უკვე ღიად საუბარი ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ დაიწყო. USAID-ი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დონორი ორგანიზაცია იყო ე.წ მდიდარი ენჯეოებისთვის ჩვეულებრივი კრიმინალური სინდიკატია. USAID-ი ძალიან ბევრ სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში ხარჯავდა ასობით მილიონ დოლარს, რათა ადამიანთა აზრის ფორმირებაზე მოეხდინა გავლენა ისე, როგორც აწყობდა „დიფ სთეითს“. ეს ორგანიზაცია ცდილობდა, მოეხდინა ცენზურა, მაგალითად, სოციალურ ქსელებში ისეთი შინაარსის პოსტებისგან, რომლებიც აწყობდა კონკრეტულ ქვეყნებს თავიანთი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. სოციალურ ქსელებში ხელოვნურად რომ აეწიათ ნარატივი, თანამშრომლობდნენ „მეტასთან“, Facebook-თან, YouTube-თან, Google-თან და სხვა ასეთ პლატფორმებთან. მათი მიზანი იყო, რომ უფრო ხმამაღალი ყოფილიყო „დიფ სთეითის“ სასარგებლო ნარატივი, ასევე ულტრამემარცხენე სოციალ-ლიბერალური მახინჯი ნარატივი, ლგბტ პროპაგანდა და მსგავსი ნარატივები.

ეს ორგანიზაცია აფინანსებდა, დოკუმენტირებულად ვიცით, რომ აფინანსებდა სხვადასხვა ქვეყნებში და მათ შორის საქართველოში ქაოსსა და რევოლუციურ პროცესებს და ამ ყველაფერში ძალიან დიდი ფული იხარჯებოდა. ჩვენ შეგვიძლია მტკიცებით ფორმაში ვთქვათ, რომ ის თაღლითური კამპანია, რომელსაც უწოდეს რუსული კანონი, USAID-ის ორკესტრირებულია, რათა მათ მიერ დახარჯული ეს სამარცხვინო თანხები არ გამხდარიყო საჯარო. ნებისმიერი აქტივისტი იქნებოდა ეს. მდიდარი „ენჯეოს“ თუ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, რომელიც ხალხს ატყუებდა, რომ ეს კანონი იყო რუსული, ყველა აგენტები არიან. ისინი მოქმედებდნენ USAID-ის დავალებით და ე.წ რუსული კანონის კამპანია ითვალისწინებდა, რომ რამენაირად დაეცვათ ასეთი ბინძური ფულის ტრიალი საქართველოში“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლევან მაჭავარიანი „ნაცმოძრაობაზე“: საქართველოს გარდა აბსოლუტურად ყველას მოემსახურებიან ნებისმიერ დროს და მათ რომ ერთი გრამი ძალაუფლება ხელში ჩაუვარდეთ, იმაზე გაცილებით დიდ უბედურებას დაატრიალებენ, ვიდრე თავის დროზე დაატრიალესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები