უჩა აბაშიძე: ამერიკის არჩევნები და პროგნოზები ჩვენთვის
უჩა აბაშიძე: ჩვენ ვიქნებით ჩეჩნეთი. ვიამაყებთ ძიუდოისტებით, შტანგისტებით და “ცოტა ძაან ველურების“ სახელით - გამოკეტილი ვიქნებით რუსულ-ჩინური გავლენის სფეროში.

ბლოგერი უჩა აბაშიძე:
ამერიკის არჩევნები და პროგნოზები ჩვენთვის:
ეგ ღამე გავათიე - BBC-ს ჰქონდა special ლაივი, 24 საათი.
ზოგადად, ნუ ჩვეულებრივი ამბავია, რო ამერიკაში - თუ პრეზიდენტი წითელია - ჰაუსს ან კონგრესს იგებენ ლურჯები, და მერე პირიქით. ანუ on paper - არაფერი განსაკუთრებული არ მოხდა.
არც ის მოხერხდა, რო აი იიიმხელა უმრავლესობა მოეპოვებინათ დემოკრატებს - რო იმპიჩმენტები შეძლონ, დავუშვათ. No, არ ჰყოფნით, სჭირდებათ რესპების გადაბირება (კონგრესში, +10 თუ +15 რესპის)
მარა თან ნუ - ეს ქანქარა სულ ასე კი ქანქარებდა, მაგრამ never happened - რო ტეხასს, კანზასს, სამხრეთ კაროლინას და აიოვას - ერთად დაპატრონებოდნენ ლურჯები. Never. და ტეხასში და სამხრეთ კაროლინაში - ამ საუკუნეში არ გაუმარჯვიად დემებს და კანზასში - 100 წელია არ გაუმარჯვიათ (94 წელი).
Again - რიცხვები საკმარისი არაა და არაფერი იცვლება, ჯერ, მარა ნუ ბრაზის და უკმაყოფილების - კარგი ინდიკატორია.
აწი - პრეზიდენტის არჩევნებზე დემოკრატები მთლად დებილობას თუ არ ჩაიდენენ და ნორმალურ კანდიდატს დააყენებენ - მოიგებენ.
ჩემი ფსონია - შემდეგი პრეზიდენტი იქნება გევინ ნიუსამი. დიდი ხანია თვალს ვადევნებ და იმენა “კინოფილმიდან გადმოსული“ ამერიკის პრეზიდენტია. Very smart და პოლიტიკაში ძალიან გაწაფული.
მაგრამ! - მნიშვნელოვანია, რომ მაგავე დროს - ჩატარდება კონგრესმენების 1/3-ის არჩევა (ეხლაც 1/3-ის იყო, ოღონდ სხვა 1/3-ის, ეგრეა მაგათთან კონგრესში) და აი თუ დემებმა შეძლეს და ამ ორ წელში კონგრესში მუშაობით - გამოავლინეს როგორი მოსყიდული, კორუმპირებული და ა.შ. არიან რესპები (იმიტო რო სხვა დიდ ვერაფერს შეძლებენ ლურჯები - საპრეზიდენტო რესპუბლიკაში, კონგრესიდან. მაქსიმუმ - გაუმწარონ ცხოვრება ტრამპს, რა) მაშინ, მომდევნო 1/3-ის არჩევისას - დემოკრატებმა შეიძლება მოიგონ უპრეცედენტო უმრავლესობა. და აი მერე - გევინს ექნება ისტორიული ცვლილებების შანსი.
ამას დაემატება ის - რაზეც ნაკლებს საუბრობენ, არადა ლამის უფრო მნიშვნელოვანია - რო დემოკრატებმა მოიგეს შიდა-შტატის მთავრობებიც, ზოგან ისევე “კაი ხანია რო არ მოუგიათ“ - ეგეთები.
რეალური, დიდი, ძალაუფლებაა ეგ - ადგილზე. პრაქტიკულად ყველა შტატი - ერთი ევროპული ქვეყნის ხელაა ზომა/მოსახლეობით და იქაური გუბერნატორი მართავს რავი ავსტრიაზე ძლიერ ეკონომიკას ხოლმე.
ხოდა - 2 წელში - თუ არ დაკარგეს, არამედ დაიმატეს შტატები დემებმა, - და მერე ამხელა უმრავლესობიდან, ტრამპის მართვის ცუდი მეხსიერებიდან და ა.შ. - შეიძლება მოხდეს გამონაკლისი - და ნიუსამის მმართველობის შუაში, არ ამოტრიალდეს კონგრესი! (ჰაუსი ... რავი) და მთელი 4 ან იქნებ 6 წელი (ანუ თუ მეორედ აირჩიეს) ექნება გევინს, გადაბმულად, ბურთი და მოედანი!
ანუ - 2 წლის მერე, მომავალში - ჩვენი გადმოსახედიდან კაი ამბები იქნება, დიდი ალბათობით, დასავლეთში.
მარააა... ეხლა? - მე რო ვიცი ეს ამბები - ტრამპმაც ხო იცის?! და ეს ორი წელი სუ მთლად ქაქებს ჩაიდენს. და 20 იანვრამდე (სანამ ლურჯები რეალურად დაჯდებიან სკამებზე) - მთლად ჯოჯოხეთებს.
მერე, იქეთა წელს, იქნება გამოძიებები, სკანდალები და მოკლედ 2028-სკენ, ამერიკაში - ტრამპიზმი ჩაესვენება, კაი ხნით (და ნუ 28-ის შემოდგომაზე არჩევნებია უკვე). ჩვენ ეს არ გვიშველის. პუტინმაც იცის, რო მისი ნებსით თუ უნებლიე აგენტის ყოლის ბოლო 2 წელია და მეტი ასეთი შანსი აღარ ექნება და ჩვენზე ყველაფერს იზამს - რასაც ოდესმე აპირებდა.
კი, მე ჩამოვალ ფსონს - რო 2028-ის ამერიკის არჩევნების ჩათვლით, და აქედან იქამდე, იქნება სრული კარტების გახსნა და იმ საქართველოს გადმოსახედიდან - ჩვენ რომ ვოცნებობდით - სრული 3.14-ზდეცი.
და მერე, 2028-ის მერე, იმდენად ღრმა კლოაკაში ვიქნებით - რო მსოფლიო ქანქარას უკან გადაქანება გვიშველის კიი როო?
IMHO, as usual, ქართველებმა, ფულის ღორების და მოღალატეების გამო - ჩვენი შანსის ფანჯარა სრულად გავმაზეთ. და 2029+ რო აღმშენებლობა იქნება დასავლეთში, ჩვენ ვიქნებით ღრმა ტრაკში.
ქვეყნები იტესტება ჭირში რა (როგორც ურთიერთობები) - ეხლა იყო ჭირის ხანა - და ჩვენ გამოცდა ვერ ჩავაბარეთ. ამიტო ლხინის პერიოდში - ჩვენ ისევ ჭირი გვექნება
ნუ ასე მგონია მე. რავი. ვნახოთ.
გეგმები (ქანქარა) შეუძლია მაგრად არიოს ჩინეთმა - ჩინეთს შეუძლია ეს ჭირის 5-წლედი - გაახანგრძლივოს - დიდი ჭირის 15-წლედამდე. ყველასთვის ვაბშე. ნუ ჩვენთვის - ერთმნიშვნელოვნად.
ან - მერე პლანეტაზე დადგება ლხინი, ერთი 5-10 წლით, ჩვენ დავიწყებთ ფართხალს ამოსაძრომად (ბიძინას არა, ფარცხალაძის ტირანიიდან - რაღაც ეგეთი იქნება 28-ის მერე) - და მერე ახალი ჭირის ფაზა დაგვეწევა და ასე.
სამაგიეროდ უკრაინამ ივაჟკაცა ჭირიანობისას - და ლხინიანობა თუ დაიწყო - დამსახურებულად მოიმკის სიკეთეებს. ერთმნიშვნელოვნად დაიჭირა დასავლეთის მხარე - და ერთმნიშვნელოვნად, სამაგალითოდ, დაჯილდოვდება.
ჩვენ კიდე ... მოღალატეები და გადაუწყვეტელები არავის უყვარს.
ჩვენ ვიქნებით ჩეჩნეთი. ვიამაყებთ ძიუდოისტებით, შტანგისტებით და “ცოტა ძაან ველურების“ სახელით - გამოკეტილი ვიქნებით რუსულ-ჩინური გავლენის სფეროში. ეგაა “მცირე ხალხებისთვის“ გამოყოფილი როლი - რუსების ტრაკში.
პესიმისტი ვარ ცხადია. ხოდა პროგნოზებიც ეგეთი მაქვს.
რავი, ნეტა ციხიდან ცუდად ჩანდეს, ვცდებოდე და შტერი გამოვჩნდე - მე გამეხარდება.
18.11.2026
შეგახსენებთ, რომ 2025 წ. სამხედრო ბლოგერ უჩა აბაშიძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…