სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსი: „იგლ ჰილს საქართველოს“ მიერ შემუშავებული განაშენიანების კონცეფციის პროექტი საჯარო განხილვამდე გამოქვეყნებული იყო 40 დღით ადრე, მისი განხილვიდან 15 სამუშაო დღის ვადაში კი ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, რომ თავისი შენიშვნები და წინადადებები წარმოადგინოს
ზურაბ წიკლაურის თქმით, „იგლ ჰილს საქართველოს“ განაშენიანების კონცეფციის პროექტი განხილვამდე 40 დღით ადრე გამოქვეყნდა, ხოლო 15 სამუშაო დღის ვადაში ნებისმიერ პირს შეუძლია შენიშვნების წარდგენა.

„იგლ ჰილს საქართველოს“ მიერ შემუშავებული განაშენიანების კონცეფციის პროექტი საჯარო განხილვამდე გამოქვეყნებული იყო 40 დღით ადრე, მისი განხილვიდან 15 სამუშაო დღის ვადაში კი ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, რომ თავისი შენიშვნები და წინადადებები წარმოადგინოს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსმა ზურაბ წიკლაურმა.
კონცეფციის განხილვა დღეს გარდაბანში ინტერაქტიური ფორმატით გაიმართა - დამსწრეებს ნებისმიერი კითხვის დასმისა და შესაბამისი პასუხის მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ.
„ამ შენიშვნების გაზიარებენ, ან უარყოფენ, თუ ის რაიმე სახის მნიშვნელოვან შენიშვნას არ წარმოადგენს. მომდევნო ეტაპზე სააგენტო დაამტკიცებს კონცეფციას, შემდეგ კი „იგლ ჰილს საქართველო“ კონკრეტული პროექტის და განაშენიანების დეტალური გეგმების შემუშავებაზე გადავა. ასევე მომზადდება სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება, რომელიც წარმოდგენილი იქნება საჯარო განხილვისთვის და მხოლოდ ამის შემდეგ დამტკიცდება განაშენიანების გეგმა“, - განაცხადა სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…