პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„ტრამპის ადმინისტრაციას მოუწევს შეეგუოს კონტროლს“ – აშშ-ში არჩევნებს დემოკრატები იგებენ

ამერიკული მედიის პროგნოზით, დემოკრატებმა სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში გაიმარჯვეს და კონგრესზე სრული კონტროლი მოიპოვეს. NBC News-ის შეფასებით, ტრამპის ადმინისტრაციას ახლა კონტროლსა და გამოძიებებთან შეგუება მოუწევს, რაც მის საკანონმდებლო გეგმებზეც მოახდენს გავლენას.

„ტრამპის ადმინისტრაციას მოუწევს შეეგუოს კონტროლს“ – აშშ-ში არჩევნებს დემოკრატები იგებენ
ბათუმელები

ამერიკული მედიის პროგნოზით, დემოკრატებმა სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში გაიმარჯვეს და დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ვადის დარჩენილ პერიოდში კონგრესზე სრული კონტროლი მოიპოვეს.

NBC News-ის ცნობით, დემოკრატებმა რესპუბლიკელები ჩაანაცვლეს ექვს შტატში: მეინში, აიოვაში, კანზასში, ოჰაიოში, ჩრდილოეთ კაროლინაში, სამხრეთ კაროლინასა და ტეხასში.

„ზოგიერთ ამ შტატში გამარჯვებაზე დემოკრატები დიდ ხანს ოცნებობდნენ, ხოლო ზოგიერთი მათგანი ერთი წლის წინ შესაძლებლობების რუკაზეც კი არ ფიგურირებდა“, – წერს NBC News-ი.

ამ შტატების ნაწილში კანდიდატები პირადად ტრამპმა შეარჩია – ხშირად საკუთარი პარტიის წევრების წინააღმდეგობის მიუხედავად, რომლებიც შიშობდნენ, რომ ეს კანდიდატები ძირითად არჩევნებში სუსტები იქნებოდნენ.

„ორივე პალატაში უმრავლესობის მოპოვებით, ტრამპის ადმინისტრაციას ახლა მოუწევს შეეგუოს კონტროლსა და გამოძიებებს, რასაც აქამდე თავს აღწევდა რესპუბლიკელების ხელში არსებული ლოიალური კონგრესის წყალობით.

არჩევნების შედეგებმა შესაძლოა გავლენა იქონიოს უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაზე, 2028 წლის საპრეზიდენტო რბოლის დინამიკასა და ტრამპის საკანონმდებლო გეგმების ბედზე მისი ვადის მეორე ნახევარში“, – წერს NBC News-ი.

ამერიკული მედია წერს, რომ დემოკრატების ასეთი მასშტაბური გამარჯვება შუალედური საარჩევნო კამპანიის დასაწყისში წარმოუდგენელი ჩანდა და 2006 წლის შემდეგ უმცირესობაში მყოფ პარტიას ერთ ღამეში ორივე პალატაზე კონტროლი არ მოუპოვებია.

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/JIM LO SCALZO

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 3
  1. იმედინიუსისამთავრობოAP: აშშ-ის „რესპუბლიკური“ პარტია სენატში უმრავლესობას კარგავს
  2. რუსთავი 2სამთავრობოშეერთებულ შტატებში მიმდინარე შუალედურ არჩევნებში "დემოკრატიულმა პარტიამ" გაიმარჯვა
  3. BM.GEოპოზიციურიდემოკრატებმა კონტროლი სენატზეც დაიბრუნეს
  4. TV პირველიოპოზიციურიდემოკრატებმა აშშ-ის კონგრესზე კონტროლი მოიპოვეს - ტრამპის რესპუბლიკელებმა ორივე პალატაში უმრავლესობა დაკარგეს
  5. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიტრამპმა არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხი იმით ახსნა, რომ თავად ბიულეტენში არ იყო
  6. იმედინიუსისამთავრობოAP: ტრამპის პარტიამ უმრავლესობა წარმომადგენელთა პალატაშიც დაკარგა
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
რას ნიშნავს დემოკრატების მიერ აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლის მოპოვებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები