პეტერ მადიარი აცხადებს, რომ ევროკავშირის ბიუჯეტთან დაკავშირებით დღეს შეთანხმების მიღწევის შანსი „პრაქტიკულად ნულის ტოლია“, ხოლო კონსენსუსი „შობამდეც კი ნაკლებად სავარაუდო ჩანს“
პეტერ მადიარის განცხადებით, ევროკავშირის ბიუჯეტზე შეთანხმების მიღწევის შანსი „პრაქტიკულად ნულის ტოლია“, ხოლო კონსენსუსი შობამდეც კი ნაკლებად სავარაუდოა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, პეტერ მადიარი აცხადებს, რომ ევროკავშირის ბიუჯეტთან დაკავშირებით დღეს შეთანხმების მიღწევის შანსი „პრაქტიკულად ნულის ტოლია“, ხოლო კონსენსუსი „შობამდეც კი ნაკლებად სავარაუდო ჩანს“.
ამის შესახებ უნგრეთის მთავრობის მეთაურმა ბრიუსელში მიმდინარე ევროკავშირის სამიტიდან სოციალურ ქსელ Facebook-ში დაწერა.
„ვიუწყები ბრიუსელში მიმდინარე კრიტიკული სამიტიდან. მოლაპარაკებები ამ წუთებშიც გრძელდება. ახლახან 26 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურს გავაცანი, თუ რა არის უნგრეთის პრიორიტეტები, ასევე ის „წითელი ხაზები“, რომლებსაც არ გადავკვეთთ. დარბაზში დაფიქსირებული სრულიად საპირისპირო პოზიციების გათვალისწინებით, დღეს შეთანხმების მიღწევის შანსი პრაქტიკულად ნულის ტოლია და შეთანხმება შობამდეც კი ნაკლებად სავარაუდო ჩანს“, - აღნიშნა პეტერ მადიარმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…