უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ის მხარს არ უჭერს ევროკავშირის შვიდწლიან ბიუჯეტში უკრაინის დაფინანსების ჩართვას
უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთი მხარს არ უჭერს ევროკავშირის შვიდწლიან ბიუჯეტში უკრაინის დაფინანსების ჩართვას, თუმცა ქვეყნისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას მომავალშიც გააგრძელებს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ უკრაინას მომავალშიც გაუწევს ჰუმანიტარულ დახმარებას, თუმცა მხარს არ უჭერს ევროკავშირის შვიდწლიან ბიუჯეტში მისი დაფინანსების გათვალისწინებას.
პეტერ მადიარის თქმით, მას არ შეუძლია მხარი დაუჭიროს ევროკავშირის ვალდებულებებს 2028-2034 წლების გრძელვადიან ბიუჯეტში უკრაინის დაფინანსებასთან დაკავშირებით.
„უნგრეთმა წინა ხელისუფლებისგან დიდი დეფიციტის მქონე ბიუჯეტი მიიღო მემკვიდრეობით. ამიტომ, არ შეუძლია მიიღოს ევროკავშირის შვიდწლიანი ბიუჯეტი, რომელიც უკრაინასთან არის დაკავშირებული. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვხედავთ, უკრაინას დიდი ფინანსური სახსრები სჭირდება ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
მადიარის განმარტებით, ომის დაწყებიდან უნგრეთი უკრაინას ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უწევს და ამას მომავალშიც გააგრძელებს.
„ომის დაწყებიდან უნგრეთი უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს და შეგიძლიათ მომავალშიც გქონდეთ ჩვენი იმედი. გვსურს, ევროკავშირში გვქონდეს თავისუფლება, რათა თუ ვეხმარებით, დავეხმაროთ ისე, როგორც საჭიროდ მიგვაჩნია“, - აღნიშნა პეტერ მადიარმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…