სალომე სიმონია: ასე ჰყავდათ ქართველები გალიაში დატყვევებული ულუკმაპუროდ და უწყლოდ. თავად კი, ზეიმობდნენ. ტყვეებს აშიმშილებდნენ, აწამებდნენ და აუპატიურებდნენ
სალომე სიმონია: ასე ჰყავდათ ქართველები გალიაში დატყვევებული ულუკმაპუროდ და უწყლოდ. თავად კი, ზეიმობდნენ. ტყვეებს აშიმშილებდნენ, აწამებდნენ და აუპატიურებდნენ. რუსეთი ყოველთვის იყო, არის და იქნება საქართველოს მტერი

სამოქალაქო აქტივისტი, ჟურნალისტი სალომე სიმონია:
ასე ჰყავდათ ქართველები გალიაში დატყვევებული ულუკმაპუროდ და უწყლოდ. თავად კი, ზეიმობდნენ.
ტყვეებს აშიმშილებდნენ, აწამებდნენ და აუპატიურებდნენ.
● 2008 წელს, რუსებმა 408 ქართველი მოგვიკლეს. აქედან, 224 სამოქალაქო პირი, 170 სამხედრო, 14 პოლიციელი.
● მოკლულთა გარდა, დაშავდა 2232 ადამიანი. უგზო-უკვლოდ დაიკარგა- 30
● წაგვართვეს 151 სოფელი. ბევრი მათგანი მიწასთან გაასწორეს.
● ომის მერე, ათეულობით კილომეტრის მავთულხლართი გაავლეს დამატებით.
● მცოცავი ოკუპაციის შედეგად ასეულობით ჰექტარი მიწა მიიტაცეს.
● 2008 წელს, რუსების გამო 192 000 ადამიანს საცხოვრისის იძულებით შეცვლა მოუწია.
● 30 000-მდე ადამიანი / 10 000-მდე ოჯახი დევნილად აქციეს.
● 2008 წლიდან 2026 წლამდე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ იქნა დაკავებული 3 664 პირი.
● არჩილ ტატუნაშვილი უკანონოდ დააკავეს, აწამეს და მოკლეს.
● დღეის მდგომარეობით, ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში უკანონო პატიმრობაშია 17 ჩვენი მოქალაქე.
● ოკუპირებული გალისა და ახალგორის ყველა სკოლაში დაწყებით კლასებში სრულად აკრძალეს ქართული ენა.
● 2009-2023 წლებში საოკუპაციო ძალებმა საზღვრისპირა სოფლებიდან 1500-მდე ადამიანი, მათგან 175 ქალი და 42 ბავშვი გაიტაცეს.
● 2018 წელს, რუსების დაფინანსებული პროგრამით, 268 სახლს ბულდოზერით გადაუარეს. მათ ადგილას სამხედრო ბაზა და საცხოვრებლები ააშენეს.
● დაანგრიეს ქართული ეკლესიები.
რუსეთი ყოველთვის იყო, არის და იქნება საქართველოს მტერი
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…