ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

“ციხის კადრებით მოსული ოცნების მმართველობის 14 წლის თავზე, სიმბოლურია, რომ ისევ ციხეში გაუპატიურებაზე საუბრობს ოცნებისვე ყოფილი დეპუტატის შვილი” – სალომე სიმონია

სამოქალაქო აქტივისტი სალომე სიმონია სოციალურ ქსელში ციხეებში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, პატიმართა უფლებების დარღვევებსა და გახმაურებულ ფაქტებზე საუბრობს.

“ციხის კადრებით მოსული ოცნების მმართველობის 14 წლის თავზე, სიმბოლურია, რომ ისევ ციხეში გაუპატიურებაზე საუბრობს ოცნებისვე ყოფილი დეპუტატის შვილი” – სალომე სიმონია
“ციხის კადრებით მოსული ოცნების მმართველობის 14 წლის თავზე, სიმბოლურია, რომ ისევ ციხეში გაუპატიურებაზე საუბრობს ოცნებისვე ყოფილი დეპუტატის შვილი” – სალომე სიმონიაალია

სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია:

■ოცნების ყოფილი დეპუტატის შვილი ამბობს, რომ ციხეში გააუპატიურეს.

■ივანიშვილის “თანაინვესტირების ფონდის” ხელმძღვანელი, ბაჩიაშვილი ყვებოდა, რომ მასზე ციხეში იძალადეს.

■2025 წელს გლდანის ციხის უფროსმა თანამდებობა დატოვა და თავი მოიკლა

■ციხეები გადავსებულია. პატიმართა რაოდენობამ უკვე დასაშვებ ლიმიტს გადააჭარბა.

■ციხეებში გაფუჭებულ საჭმელს აჭმევდნენ თურმე პატიმრებს – სუსმა თავად აღძრა ამაზე საქმე.

■ციხეებში არსებულ ანტისანიტარიაზე ბევრი პატიმარი საუბრობს.

■შარშან, ციხიდან კლინიკაში მძიმე დაზიანებებით გადაყვანილი პატიმარი გარდაიცვალა.

■რამდენიმე თვის წინ, ციხეში გარდაიცვალა მოქალაქე, რომელიც ოცნებას წამებაში ადანაშაულებდა.

■2018 წელს, კაცი, რომელიც ბრალს არ აღიარებდა და ამის გამო შიმშილობდა, ციხეში გარდაიცვალა.

ეს რაც ვიცით. მაგრამ ეშმაკმა უწყის, რამდენი არ ვიცით და ვერც ვიგებთ.

ციხის კადრებით მოსული ოცნების მმართველობის 14 წლის თავზე, სიმბოლურია, რომ ისევ ციხეში გაუპატიურებაზე საუბრობს ოცნებისვე ყოფილი დეპუტატის შვილი.

განსხვავება არც იმაშია, რომ ხალხს ამჯერადაც კადრების საკუთარი თვალით ნახვა სურს. ისე არ სჯერა.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.