“სიმართლე, რომელსაც ამდენი წელი გიმალავდნენ”– სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც 2008 წლის რუსეთუმე აგრესიაზე და რუსეთის დამარცხებაზე საუბრობს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი:
სიმართლე, რომელსაც ამდენი წელი გიმალავდნენ
სიმართლე არის ის, რომ 2008 წელს რუსეთი კატასტროფულად დამარცხდა. აბა სხვა რა ჰქვია იმას, როცა ტრილიონჯერ უფრო დიდი ქვეყანა ესხმის პატარა მეზობელს, ძვრას ვერ უყოფს მის სახელმწიფოებრიობას, დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, პოლიტიკურ კურსს და ვერცერთ საკუთარ მიზანს ვერ ასრულებს.
2008 წელი არის სწორედ ჩვენი არ და ვერ დაჩმორების ბრწყინვალე მაგალითი. ჩვენ ჩვენი არსით თუმცა პატარა, მაგრამ გამარჯვებისთვის დაბადებული ერი ვართ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.