პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ნინო წილოსანი – ილონ მასკის გაზიარებული პოსტი აჩვენებს, რომ საქართველო ერთ-ერთი აქტიური სამიზნე იყო უცხოური დაფინანსების, ზუსტად ამ თანხებით დაიგეგმა 2003 წლის „ვარდების რევოლუცია“

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის ვიცე-სპიკერ ნინო წილოსანის მტკიცებით, ილონ მასკის გაზიარებული პოსტი ამხელს USAID-ს და ადასტურებს, რომ უცხოური თანხებით დაიგეგმა 2003 წლის „ვარდების რევოლუცია“, რომელიც რეალურად სახელმწიფო გადატრიალება იყო.

ნინო წილოსანი – ილონ მასკის გაზიარებული პოსტი აჩვენებს, რომ საქართველო ერთ-ერთი აქტიური სამიზნე იყო უცხოური დაფინანსების, ზუსტად ამ თანხებით დაიგეგმა 2003 წლის „ვარდების რევოლუცია“
პირველი არხი

ილონ მასკი „გამჭვირვალობის შესახებ” კანონსა და სახელმწიფო გადატრიალების არაერთი მცდელობაზე ხმამაღლა საუბრობს და კიდევ ერთხელ ამხელს USAID-ს, რომელიც სამწუხაროდ, ერთ-ერთი მთავარი წამყვანი ფიგურა იყო ამ დაფინანსებებში, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისივე თქმით, უცხოური თანხებით დაიგეგმა „ვარდების რევოლუცია“, რომელიც, წილოსანის შეფასებით, რეალურად სახელმწიფო გადატრიალება იყო.

„მასკის მიერ გაზიარებული პოსტი ნათლად აჩვენებს, რომ სამწუხაროდ, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სამიზნე იყო უცხოური დაფინანსების. USAID-ის მხრიდან 2008 წლიდან 2025 წლამდე მილიარდ დოლარამდეა დახარჯული და ეს თანხები ხუთ ძირითად მიმართულებაზე იხარჯებოდა. ეს იყო ვითომ მედიის თავისუფლება, საარჩევნო პროცესებში ჩარევა, აქტივისტებისა და იურისტების გადამზადება, რათა შემდგომში ისინი აგრესიულ პროტესტანტებად გამოგვცხადებოდნენ და სახელმწიფო ინსტიტუციებში არსებული ინფორმაციის მოძიება და ანალიზი გაეკეთებინათ.

ზუსტად ამ თანხებით დაიგეგმა 2003 წლის „ვარდების რევოლუცია“, რეალურად, სახელმწიფო გადატრიალება. ზუსტად ასეთი თანხებით ფინანსდებოდა სხვადასხვა ფერადი რევოლუციები და ამ თანხებით აძლიერებდნენ საკუთარ აგენტურას და იმ გადამზადებულ აქტივისტებს, რომლებიც ოპოზიციაში გადასვლის შემდგომაც არ ჩერდებოდნენ. „კანვასის“ ტრენინგი გავიხსენოთ, სადაც ახალგაზრდებს ასწავლიდნენ, როგორ უნდა მიეტანათ იერიში სახელმწიფო ინსტიტუტებზე და როგორ უნდა დაეორგანიზებინათ გადატრიალებები. ილონ მასკი „გამჭვირვალობის შესახებ” კანონსა და სახელმწიფო გადატრიალების არაერთი მცდელობაზე ხმამაღლა საუბრობს და კიდევ ერთხელ ამხელს USAID-ს, რომელიც სამწუხაროდ, ერთ-ერთი მთავარი წამყვანი ფიგურა იყო ამ დაფინანსებებში“, – განაცხადა წილოსანი.

ცნობისთვის, ილონ მასკმა გააზიარა სტატია, სადაც საქართველო „ფერადი რევოლუციების“ მაგალითადაა დასახელებული და აღნიშნულია, რომ 2008-2025 წლებში USAID-ის გამოყოფილი მილიარდზე მეტი დოლარიდან 26 მილიონი პოლიტიკური პროცესების ხელშეწყობისთვის იყო განკუთვნილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობონინო წილოსანი: დადასტურებულად ვიგებთ, რომ 2008-2025 წლებში USAID-მა საქართველოში 1 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა - 2003 წლის ვარდების რევოლუციად წოდებული სახელმწიფო გადატრიალება, სწორედ USAID-ისა და NED-ის დაფინანსებით განხორციელდა
  2. იმედინიუსისამთავრობონინო წილოსანი: ქართულმა სახელმწიფომ თავი დააღწია გლობალურ ძალადობრივ მმართველობას და დადასტურებულად ვიგებთ, რომ 2008-2025 წლებში USAID-მა საქართველოში 1 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა - 2003 წლის ვარდების რევოლუციად წოდებული სახელმწიფო გადატრიალება, სწორედ USAID-ისა და NED-ის დაფინანსებით განხორციელდა
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნინო წილოსანი USAID-ის დოკუმენტების გამოქვეყნებაზე: ეს იყო კარგად ორგანიზებული და კარგად დატრენინგებული ქსელი, რომელიც შედგებოდა ერთი მხრივ ლამაზად დავარცხნილი მესიჯებით და ამაღლებული მოტივებით, ამის უკან კი იმალებოდა პატარა პოლიტიკური ჯგუფის ინტერესი და მიზანი, რომ ამ ქვეყნებში ემართათ პოლიტიკური პროცესები და პირდაპირ დაერტყათ დემოკრატიის პრინციპებისთვისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები