პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

სოსო მანჯავიძე USAID-ის ფაილებზე: შეიქმნა „აღქმოიდების“ მთელი კასტა, რომლებსაც არ აინტერესებთ არანაირი სიმართლე, აღიქვამენ მათთვის მისაღებ რეალობას, მათი გრძნობების რეალიზაციისთვის შესაფერის ნარატივებს და შემდეგ ამ ნარატივების მიხედვით მოქმედებენ

სოსო მანჯავიძის განცხადებით, USAID-ის მიერ გამოყოფილი თანხები საქართველოს დახმარებაზე კი არა, პოლარიზაციისა და სოციუმის ნგრევის გამომწვევი ჯგუფების წახალისებაზე იხარჯებოდა.

სოსო მანჯავიძე USAID-ის ფაილებზე: შეიქმნა „აღქმოიდების“ მთელი კასტა, რომლებსაც არ აინტერესებთ არანაირი სიმართლე, აღიქვამენ მათთვის მისაღებ რეალობას, მათი გრძნობების რეალიზაციისთვის შესაფერის ნარატივებს და შემდეგ ამ ნარატივების მიხედვით მოქმედებენ
იმედინიუსი

სოსო მანჯავიძე

პოლიტიკის მეცნიერების დოქტორმა სოსო მანჯავიძემ „დღის ქრონიკაში“ USAID-ის ფაილებზე ილაპარაკა. მან აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების ამ სქემამ დაამკვიდრა მოცემულობა, რომელშიც ინფორმაციის სიხშირეს, მის მოცემულობასა და განმეორადობას მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ფაქტების დადგენას და აღქმები ფაქტებზე მნიშვნელოვანი ხდება.

„შეიქმნა „აღქმოიდების“ მთელი კასტა, რომლებსაც არ აინტერესებთ არანაირი სიმართლე, აღიქვამენ მათთვის მისაღებ რეალობას, მათი გრძნობების რეალიზაციისთვის შესაფერის ნარატივებს და შემდეგ მოქმედებენ ამ ნარატივების მიხედვით და ეს, სამწუხაროდ, აისახება უკვე ქვეყნის როგორც პოლიტიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ სტაბილურობაზე, იმიტომ, რომ ასეთი განუწყვეტელი ზემოქმედება, მითუმეტეს გარე ინსტიტუტებში დამუშავებული ნარატივების მიხედვით, კატასტროფულ გავლენას ახდენს ბევრი ჩვენი თანამოქალაქის ფსიქიკაზე, მათ შორის სუიციდური ნარატივები ინერგება“, - აცხადებს მანჯავიძე.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით გამოყოფილი თანხები საქართველოს დახმარებაზე არ დახარჯულა. ფული საზოგადოებაში იმ ჯგუფების წასახალისებლად იხარჯებოდა, რომლებიც იწვევენ პოლარიზაციას და ისეთი ნარატივების დანერგვას, რომლებიც იწვევს სოციუმის ნგრევას.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი: ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაცია ქართველებს საფლავს გვითხრიდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები