პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ნინო წილოსანი: დადასტურებულად ვიგებთ, რომ 2008-2025 წლებში USAID-მა საქართველოში 1 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა - 2003 წლის ვარდების რევოლუციად წოდებული სახელმწიფო გადატრიალება, სწორედ USAID-ისა და NED-ის დაფინანსებით განხორციელდა

რუსთავი 2

პარლამენტის ვიცე-სპიკერ ნინო წილოსანის მტკიცებით, USAID-მა საქართველოში 1 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა, 2003 წლის „ვარდების რევოლუცია“ კი USAID-ისა და NED-ის დაფინანსებით განხორციელებული გადატრიალება იყო.

ნინო წილოსანი: დადასტურებულად ვიგებთ, რომ 2008-2025 წლებში USAID-მა საქართველოში 1 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა - 2003 წლის ვარდების რევოლუციად წოდებული სახელმწიფო გადატრიალება, სწორედ USAID-ისა და NED-ის დაფინანსებით განხორციელდა
რუსთავი 2

"დადასტურებულად ვიგებთ, რომ: 2008-2025 წლებში USAID-მა საქართველოში 1 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა. თანხები 5 ძირითად მიმართულებაში იხარჯებოდა - მედია, არჩევნების მონიტორინგი, აქტივისტების ტრენინგი, იურისტებისა და ადამიანის უფლებების დამცველების გადამზადება, სახელმწიფო ინსტიტუტებზე მონაცემების შეგროვება და ანალიზი", - წერს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი და Meta-ს წარმომადგენლის, კატერინა კრუკის მიერ აშშ-ის საელჩოსა და USAID-ის წარმომადგენლებთან გამართული დახურული შეხვედრის დამადასტურებელ მეილს აქვეყნებს.

მისი განცხადებით, 2003 წელს, "ვარდების რევოლუციად" წოდებული სახელმწიფო გადატრიალებაც USAID-ისა და NED-ის დაფინანსებით განხორციელდა, ამავე სცენარის ნაწილი იყო USAID-ის მიერ დაფინანსებული ISFED-ის გაყალბებული პარალელური დათვლაც.

როგორც წილოსანი აღნიშნავს, საზოგადოებას ახსოვს "გამჭვირვალობის კანონის" მოწინააღმდეგეთა მხარეს მყოფი "ფეისბუქიც", სადაც მმართველი გუნდის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მუდმივად იბლოკებოდა, აქტივისტების პოსტები კი წარმოუდგენელი სისწრაფით ვრცელდებოდა მთელ სოციალურ ქსელში.

"არა არს დაფარული, რომ არ გაცხადდეს...

ბევრი წელი იწვალა ქართველმა ხალხმა და ქართულმა სახელმწიფომ, სანამ თავი არ დააღწია გლობალურ ძალადობრივ მმართველობას და მხოლოდ ახლა, როცა ეს ჭირი გადავლახეთ, დადასტურებულად ვიგებთ, რომ:

2008-2025 წლებში USAID-მა საქართველოში 1 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა. თანხები 5 ძირითად მიმართულებაში იხარჯებოდა - მედია, არჩევნების მონიტორინგი, აქტივისტების ტრენინგი, იურისტებისა და ადამიანის უფლებების დამცველების გადამზადება, სახელმწიფო ინსტიტუტებზე მონაცემების შეგროვება და ანალიზი.

შედეგად, 2003 წლის ვარდების რევოლუციად წოდებული, რეალურად კი სახელმწიფო გადატრიალება, სწორედ USAID-ისა და NED-ის დაფინანსებით განხორციელდა. ამ დაფინანსებამ შექმნა რევოლუციური ქსელი, რომელსაც იგივე ფინანსებით გაპიარებული მაშინდელი "რუსთავი 2" ედგა საინფორმაციო რუპორად.

რევოლუციის შემდეგ "თავისუფლების ინსტიტუტის" აქტივისტები ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობებზე, მათ შორის ეროვნული უშიშროების საბჭოში დაინიშნენ. მთავარი დაფინანსებული ორმაგი აგენტი კი 9 წლის მანძილზე აწამებდა ქვეყანას.

თვალნათელია, რომ ფერადი რევოლუციების ტალღამ მსოფლიოს არაერთ ქვეყანას გადაუარა, თუმცა, როგორც კი USAID-ის დაფინანსება შეიზღუდა, მემარჯვენე კანდიდატებმა გაიმარჯვეს ბოლივიაში, ჩილეში, ჰონდურასში, კოსტა-რიკაში, პერუში, ეკვადორსა და კოლუმბიაში.

იგივე სცენარის ნაწილი იყო USAID-ის მიერ დაფინანსებული ISFED-ის გაყალბებული პარალელური დათვლა. 2020 წლის არჩევნებზე "სამართლიანი არჩევნების" 3000-ზე მეტი დამკვირვებლის მეშვეობით გაყალბდა ხმების პარალელური დათვლა, რომლითაც საქართველოში 2020 წლის პოლიტიკური დესტაბილიზაცია გამოიწვიეს.

და ბოლოს, რაც ყველაზე მძიმე რეალობაა - ამ პროცესებში შესაძლოა ჩართული ყოფილიყო ჩვენთვის უსაყვარლესი სოციალური სივრცე Facebook-იც. 2022 წლის სექტემბერში თბილისს Meta-ს (Facebook) საჯარო პოლიტიკის რეგიონული მენეჯერი, კატერინა კრუკი ეწვია. აშშ-ის საელჩოსა და USAID-ის წარმომადგენლებთან დახურული შეხვედრა გამართა და თუ რას ეხებოდა ან რაზე ტრენინგდებოდნენ შეხვედრაზე მყოფი ადამიანები, ჩვენთვის უცნობია. თუმცა ალბათ ყველას გაგახსენდებათ გამჭვირვალობის კანონის მოწინააღმდეგეთა მხარეს მყოფი Facebook, სადაც ჩვენ მიერ გავრცელებული სიმართლე მუდმივად იბლოკებოდა, რევოლუციონერი აქტივისტების სოცაქტივობა კი წარმოუდგენელი სისწრაფით ვრცელდებოდა მთელ ქსელში.

ვურთავ Facebook-ის წარმომადგენლის სტუმრობის შესახებ მეილს, სადაც კორექტულად მიმანიშნებელი ტექსტით ვიგებთ, რომ შეხვედრა საარჩევნო თემატიკას, დეზინფორმაციასა და ჰიბრიდულ საფრთხეებს შეეხებოდა.

აქვე გავიხსენოთ, თავად მარკ ცუკერბერგის აღიარებაც აშშ-ის კონგრესისადმი მიწერილ წერილში, სადაც მან ღიად დაადასტურა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციისა და შესაბამისი უწყებების მხრიდან Facebook-ზე წლების განმავლობაში ხორციელდებოდა ზეწოლა კონკრეტული ინფორმაციის დაცენზურებისა და შეზღუდვის მიზნით", - წერს ნინო წილოსანი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობონინო წილოსანი: ქართულმა სახელმწიფომ თავი დააღწია გლობალურ ძალადობრივ მმართველობას და დადასტურებულად ვიგებთ, რომ 2008-2025 წლებში USAID-მა საქართველოში 1 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა - 2003 წლის ვარდების რევოლუციად წოდებული სახელმწიფო გადატრიალება, სწორედ USAID-ისა და NED-ის დაფინანსებით განხორციელდა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ილონ მასკმა გაავრცელა პოსტი, რომელშიც USAID საქართველოსა და სხვა ქვეყნებში „ფერადი რევოლუციების“ დაფინანსებაშია დადანაშაულებული - 2008-დან 2025 წლამდე საქართველოში USAID-ის გრანტების სახით 1 მილიარდ დოლარზე მეტი დაიხარჯა, საიდანაც 26 მილიონი დოლარი „არჩევნებსა და პოლიტიკურ პროცესებს“ მოხმარდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები