მარკო რუბიოს განცხადებით, ირანის მხრიდან ვაშინგტონზე თავდასხმის უშუალო საფრთხეს ვერ ხედავს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ირანის მხრიდან ვაშინგტონზე თავდასხმის რაიმე უშუალო და გარდაუვალ საფრთხეს ამჟამად ვერ ხედავს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, არ მიიჩნევს, რომ ამჟამად აშშ-ის დედაქალაქს ირანის მხრიდან რაიმე უშუალო საფრთხე ემუქრებოდეს.
ამის შესახებ რუბიომ CNN-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ტელეკომპანია, აშშ-ის დაზვერვის შეფასებებზე დაყრდნობით წერდა, რომ ირანი შესაძლოა ვაშინგტონში ე.წ. ბინძური ბომბის გამოყენებით თავდასხმას გეგმავდეს.
"არა“, - უპასუხა მარკო რუბიომ ჟურნალისტის კითხვას, აწუხებდა თუ არა მას ვაშინგტონზე უშუალო თავდასხმის საფრთხე. „არ ვფიქრობ, რომ ამჟამად რაიმე გარდაუვალი საფრთხე არსებობს“, - განაცხადა რუბიომ.
რუბიომ დასძინა, რომ აშშ-ის მთავრობა „მუდმივად აკვირდება ყველაფერს, რაც შესაძლოა შეერთებული შტატების უსაფრთხოებასა და დაცულობას საფრთხეს უქმნიდეს“.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ შეერთებული შტატები სერიოზულად აღიქვამს ირანის მხრიდან თავდასხმის შესაძლებლობას.
ცნობისთვის, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს ბრალდებები უარყო და მათ უსაფუძვლო უწოდა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…