სარჯველაძე სუროგაციაზე: რისკების დაზღვევას რთულია, ამიტომ აკრძალვა სჯობს რეგულაცია
ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სუროგაციაში არსებული ფინანსური ინტერესების გამო რისკების დაზღვევა რთულია, რის გამოც რეგულაციას აკრძალვა სჯობს.

"ოცნების" ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ სუროგაციის სფეროს სამართლებრივ, სამედიცინო და ეთიკურ რისკებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, სფეროში არსებული ეკონომიკური და კომერციული ინტერესები რისკების კონტროლსა და მართვას მნიშვნელოვნად ართულებს.
მინისტრის თქმით, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ბიოლოგიური მასალის მიკვლევადობა და პროცესზე სათანადო კონტროლის უზრუნველყოფაა.
„პირველი მანიპულაციიდან ბოლომდე ზუსტად უნდა ვიცოდეთ, როგორ წარიმართება ურთიერთობა. ეს არათუ რთულად დასარეგულირებელია, არამედ ბევრ შემთხვევაში შეიძლება ბევრ მორალურ დილემას ბადებდეს“, — განაცხადა სარჯველაძემ.
მისივე შეფასებით, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს უცხოელებისა და შერეული ოჯახების საკითხი. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სფეროში კონტროლის მექანიზმები შესაძლოა არასაკმარისი იყოს და არსებობს სხვადასხვა სახის მანიპულაციის რისკი.
„როდესაც ამხელა ეკონომიკური, ფინანსური და კომერციული ინტერესები ერთვება საკითხში, რასაკვირველია, რისკების დაზღვევა გაათმაგებულად რთულად დასაცავია და ეს არის კიდეც მიზეზი, რის გამოც, რეგულაციასა და აკრძალვას შორის გადაწყვეტილების მიღებისას, ბუნებრივია, უპირატესობა უნდა მიანიჭო ამ ფაქტორს“, — აღნიშნა "ოცნების" ჯანდაცვის მინისტრმა.
სარჯველაძის განცხადებით, სუროგაციის შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია მშობლის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, ბავშვის გამჩენი ქალისა და ბიოლოგიური მშობლების სამართლებრივი სტატუსი.
ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიარატომ ირჩევს "ოცნება" სუროგაციის აკრძალვას და არა მკაცრ რეგულირებას - სარჯველაძის განმარტება
მიხეილ სარჯველაძე სუროგაციის აკრძალვაზე: რასაკვირველია, არავინ მალავს ამას, აბსოლუტურად ღიად ვამბობთ, რომ საპატრიარქოს აზრს მხედველობაში ვიღებთ და არ მგონია ამაში რამე დასაძრახი, ცუდი იყოს ხელისუფლებისთვის. რაც გასათვალისწინებელი და მხედველობაში მისაღებია, ბუნებრივია, ის აზრი პატივისცემას მოითხოვს
მიხეილ სარჯველაძე: როდესაც ამხელა ეკონომიკური, ფინანსური და კომერციული ინტერესები ერთვება საკითხში, რისკების დაზღვევა გაათმაგებულად რთულდება. სწორედ ამიტომ რეგულაციასა და აკრძალვას შორის არჩევანისას უპირატესობა აკრძალვას უნდა მიანიჭო
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…