პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ადვოკატი ნინო ანდრიაშვილი - არავინ ფიქრობდა სუროგატის უფლებებზე და არ იყო ზედამხედველობა დაბადებულ ბავშვებზე, თუ რა მიზნით მიჰყავთ ქვეყნიდან, მაგრამ უფლებადამცველების მოთხოვნა არ ყოფილა, სუროგაცია აკრძალულიყო, აქცენტი იყო კონტროლზე

უფლებადამცველ ნინო ანდრიაშვილის თქმით, უფლებადამცველებს სუროგაციის აკრძალვა არ მოუთხოვიათ, არამედ აქცენტი სახელმწიფოს მხრიდან კონტროლსა და სუროგატებისა და ბავშვების უფლებების დაცვაზე იყო.

ადვოკატი ნინო ანდრიაშვილი - არავინ ფიქრობდა სუროგატის უფლებებზე და არ იყო ზედამხედველობა დაბადებულ ბავშვებზე, თუ რა მიზნით მიჰყავთ ქვეყნიდან, მაგრამ უფლებადამცველების მოთხოვნა არ ყოფილა, სუროგაცია აკრძალულიყო, აქცენტი იყო კონტროლზე
ინტერპრესნიუსი

სუროგაცია ძალიან დიდი რისკებთანაა დაკავშირებული. შესაძლოა ქალს განუვითარდეს ჯანმრთელობის პრობლემები, სისხლდენა, შესაძლოა საშვილოსნოს ამოკვეთაც მოხდეს ან შედეგად ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს , - ამის შესახებ ორგანიზაცია „საფარის“ ადვოკატმა, უფლებადამცველმა ნინო ანდრიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

ნინო ანდრიაშვილის თქმით, ქალები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას, გახდნენ სუროგატები, ძირითადად მარტოხელა დედები არიან, გადაწყვეტილებას კი ეკონომიკური მდგომარეობის გამო იღებენ.

„სუროგატები, რომლებიც ჩემს პრაქტიკაში არიან, ძირითადად არიან მოწყვლადები, მარტოხელა დედები და აღნიშნული გადაწყვეტილება სწორედ ეკონომიკური გაჭირვებიდან მიიღეს. არცერთი ქალისთვის არ არის მარტივი, დადოს ხელშეკრულება და სუროგაციას დათანხმდეს, ვინაიდან, სუროგაცია ძალიან დიდი რისკებთანაა დაკავშირებული. როდესაც ხელშეკრულება[იდება] და ქალის ორგანიზმში ემბრიონის გადატანა ხდება, ძალიან დიდ დოკუმენტს აწერს ხელს ქალი, სადაც მითითებულია, თუ რა რისკებთან არის დაკავშირებული კონკრეტული სუროგაცია. შესაძლოა, ქალს განუვითარდეს სისხლდენა, ჯანმრთელობის პრობლემები, შესაძლოა საშვილოსნოს ამოკვეთაც მოხდეს ან შედეგად ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს. თუმცა მიუხედავად ამ რისკებისა, ქალები გაჭირვების გამო თანხმდებიან სუროგაციას და იღებენ გადაწყვეტილებას, რომ ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით დათანხმდნენ ამ პროგრამას.

„ქინდერლის“ საქმიდან გამომდინარე ვიტყვი,სადღაც ასამდე სუროგატთან მქონდა კომუნიკაცია, რომელთაც მოუწიათ გაუსაძლის პირობებში ყოფნა იმის გამო, რომ შპს „ქინდერლი“ არ ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს. კერძოდ, არ უზრუნველყოფდა საცხოვრებელი ფართით, საკვებით, ელექტრო ენერგიით და გათბობით, ზამთრის პირობებში ორსულ სუროგატებს უწევდათ მეცხრე [პირობითად] სართულზე ფეხით სიარული, ყოფნა ცივ საცხოვრებელში,საიდანაც შემდეგ მათი გამოსახლება მოხდა, რადგან „ქინდერლიმ“ არ გადაუხადა კომუნალური გადასახადი და ქირის თანხა და მოათავსა უარეს გაუსაძლის პირობებში, სადაც მხოლოდ ფართი იყო და არანაირი პირობა არ იყო. ძალიან ბევრი ქალის ჯანმრთელობა შეეწირა ამ ყოფას და მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალებმა იშრომეს, ცხრა თვის განმავლობაში იტანჯნენ, არ გადაუხადეს კუთვნილი თანხები. ეს პირობებია ყველა თუ არა, უმრავლესი კომპანიის მხრიდან, რაც რეალურად ირღვევა“, - განაცხადა ნინო ანდრიაშვილმა.

ნინო ანდრიაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გაკეთდა განცხადება, სუროგაციის სრული აკრძალვის შესახებ, რთული სათქმელია, ეს რამდენად მოხდება, რადგან ეს ძალიან დიდი ეკონომიკურ ზიანს მიაყენებს სახელმწიფოს.

„განცხადება გაკეთდა, რომ უნდა აიკრძალოს სრულად, მაგრამ არ ვიცი ეს რამდენად რეალური იქნება იმიტომ, რომ ასევე გაკეთდა განცხადება, რომ ეს ძალიან დიდი ეკონომიკურ ზიანს მიაყენებს სახელმწიფოს. მოგეხსენებათ, საქართველოში უამრავი რეპროდუქციის ცენტრია, უამრავი კომპანიაა, მათ შორის უცხოური. საკმაოდ დიდი შემოსავალი შედის სახელმწიფოს ბიუჯეტში მათგან. მინდა აღვნიშნო, რომ უფლებადამცველების მოთხოვნა ნამდვილად არ ყოფილა, რომ აკრძალულიყო სუროგაცია, სახელმწიფო კონტროლი და მონიტორინგი იყო ჩვენი აქცენტები, ვინაიდან დაცული ყოფილიყო როგორც დაბადებული ბავშვების უფლებები,ასევე სუროგატის უფლებები. ჩვენ გვაქვს კანონმდებლობა ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, სადაც 143-ე მუხლში პირდაპირაა გაწერილი, რომ საქართველოში დაშვებულია სუროგაცია, მაგრამ ამის მიღმა არ ჰქონდა სახელმწიფოს არანაირი ბერკეტი, რითაც მოხდებოდა ამ პროცესის გაკონტროლება.

ჩვენს ქვეყანაში ეს არანაირად არ კონტროლდებოდა. ნებისმიერ ადამიანს ჩვენი კანონმდებლობით შესაძლებლობა აქვს, ბავშვი იყოლიონ სუროგაციის გზით, მოიძიონ კომპანია, შეარჩიონ დონორი და სუროგატი. არავინ არ ფიქრობდა სუროგატის უფლებებზე, არანაირად არ იყო გაწერილი, ვის უნდა დაეცვა მათი უფლებები და ასევე არ იყო კონტროლი და ზედამხედველობა დაბადებულ ბავშვებზე. ჩვენთვის უცნობია, ბავშვები, რომლებიც იბადებიან საქართველოში, რა მიზნით მიჰყავთ საქართველოდან, არ არის კონტროლი, ხომ არ ხდება დაბადებული ბავშვი ექსპლუატაციის ან ტრეფიკინგის მსხვერპლი იმ ქვეყანაში,სადაც ის მიჰყავთ? სახელმწიფოს მართებს, მაქსიმალურად კონტროლი განახორციელოს ამ პირებზე, რეალურად საჭიროებდა თუ არა კონკრეტული ბიოლოგიური მშობელი ბავშვის ყოლას. თუ სჭირდებოდა, სახელმწიფოს უნდა ეზრუნა, მტკიცებულებებზე დაყრდნობით შესაძლებლობა მისცემოდა ან არ მისცემოდა კონკრეტულ ოჯახს“, - განაცხადა ნინო ანდრიაშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ბაია პატარაია: სუროგაცია ხელმისაწვდომად უნდა დარჩეს ქართველებისთვის, რადგან უშვილობის პრობლემას წყვეტსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები