ნაჩო სანჩეს ამორი: სანქციების კალათა გვჭირდება ოლიგარქების წინააღმდეგ საქართველოში
ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი აცხადებს, რომ საქართველოში ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციების კალათაა საჭირო და ერთსულოვნების მიუღწევლობის შემთხვევაში ის მთავრობები უნდა გასაჯაროვდეს, რომლებიც მხარდაჭერაზე უარს ამბობენ.

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართულ მწვავე დებატებზე ევროპარლამენტარმა ნაჩო სანჩეს ამორმა განაცხადა, რომ ბრიუსელს საქართველოსთან მიმართებით მკაცრი და გადამჭრელი ნაბიჯების გადადგმა აგვიანდება, თუმცა ახლა მოქმედების დროა.
დებატები, რომელიც „პაატა ბურჭულაძის საქმესა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის პოლიტპატიმრებს“ ეხებოდა, სანჩეს ამორმა წარსული შეცდომებისა და სამომავლო სტრატეგიის შეფასებით დაიწყო. მისი თქმით, ევროკავშირს გამაფრთხილებელი სიგნალები დიდი ხნის წინ ჰქონდა, მაგრამ დროული რეაგირების ნაცვლად „საჩუქრები“ გაიცა.
უფრო ადრე უნდა ვიმოქმედოთ. გამაფრთხილებელი ნიშნები გაცილებით უფრო ადრე დავინახეთ. მკაცრი გადაწყვეტილებების მიღების საჭიროება გვაქვს.
თუმცა, ჩვენ საჩუქრები გავეცით და მერე, რამდენიმე თვის შემდეგ, ნათელი ავტორიტარული პრორუსული უკუსვლა დავინახეთ. ამ ეტაპზე ერთადერთი რამ, რაც იმუშავებს, სანქციებია, მაგრამ, როგორც ჩანს, სანქციები მხოლოდ მაშინ მუშაობს თუ საქართველოს რუსეთთანაა მიბმული. მაგრამ, რაც შეეხება დემოკრატიის მხარდაჭერას, სანქციების კალათა გვჭირდება, ოლიგარქების წინააღმდეგ საქართველოში.
რომც ვერ მივაღწიოთ ერთსულოვნებას, უნდა გავასაჯაროოთ მთავრობები, რომლებიც უარს ამბობენ ამის მხარდაჭერაზე,” - განაცხადა სანჩეს ამორმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიასანჩეს ამორი - ჩვენ საჩუქრები გავეცით და შემდეგ ნათელი, ავტორიტარული, პრორუსული უკუსვლა დავინახეთ, სანქციების კალათა გვჭირდება, ოლიგარქების წინააღმდეგ საქართველოში - უნდა გავასაჯაროოთ მთავრობები, რომლებიც უარს ამბობენ ამის მხარდაჭერაზე
ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი: გვჭირდება სანქციების პაკეტი, რომელიც საქართველოში ოლიგარქებს შეეხება, თუნდაც ერთსულოვნებას ვერ მივაღწიოთ - და უნდა გავასაჯაროოთ იმ მთავრობების სახელები, რომლებიც ამას მხარს არ დაუჭერენ
ნაჩო სანჩეს ამორი – საქართველოს შემთხვევაში ბევრად ადრე უნდა მიგვეღო მკაცრი გადაწყვეტილებები, ამის ნაცვლად, საჩუქრები გავეცით, ახლა ერთადერთი ქმედითი ინსტრუმენტი სანქციებია
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…