პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

მალგოჟატა გოშევსკა: მოვითხოვ პირად სანქციებს ივანიშვილის ოჯახისა და მისი პოლიტიკური და ბიზნეს წრის წინააღმდეგ

ქართული ოცნებასაერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო

ევროპარლამენტარი მალგოჟატა გოშევსკა ბიძინა ივანიშვილის ოჯახისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ აქტივების გაყინვასა და მოგზაურობის აკრძალვას ითხოვს. მისი თქმით, საქართველომ კურსი შეიცვალა და რუსული გავლენისკენ ტრიალდება.

მალგოჟატა გოშევსკა: მოვითხოვ პირად სანქციებს ივანიშვილის ოჯახისა და მისი პოლიტიკური და ბიზნეს წრის წინააღმდეგ
TV პირველი

ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე, რომელიც „პაატა ბურჭულაძის საქმესა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის პოლიტპატიმრებს“ მიეძღვნა, ევროპარლამენტარმა მალგოჟატა გოშევსკამ ბრიუსელს ქმედითი ნაბიჯებისკენ მოუწოდა და პირადი სანქციების დაწესება მოითხოვა.

გოშევსკას თქმით, სიტყვიერი განცხადებების დრო ამოიწურა და საჭიროა კონკრეტული დარტყმა — აქტივების გაყინვა და ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილების აკრძალვა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებისა და მისი პოლიტიკური თუ ბიზნესწრის წარმომადგენლების მიმართ.

ევროპარლამენტარმა მარალი ტრიუნიდან თქვა, რომ საქართველომ თავისი კურსი შეცვალა და ახლა რუსული გავლენისკენ ტრიალდება.

“კიდევ რამდენი ქართველი უნდა იქნას დაპატიმრებული, კიდევ რამდენი განაჩენი უნდა გაიცეს, სანამ ევროკავშირი ეფექტიან ქმედებებს მიიღებს. პაატა ბურჭულაძეს - მსოფლიოში ცნობილ ოპერის მომღერალს - 7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

მიხეილ სააკაშვილი, ყოფილ პრეზიდენტს, რომელსაც საქართველო ევროპისკენ მიჰყავდა, ხუთ წელზე მეტია გისოსებს მიღმაა. ოპოზიციონერი აქტივისტები, სტუდენტები და ახალგაზრდები, რომლებიც დემოკრატიული მომავლისთვის იბრძვიან...

ივლისში “საერთაშორისო გამჭვირვალობამ” 91 პოლიტპატიმარი დაასახელა საქართველოში. ეს სია სრული არაა.

საქართველომ თავისი კურსი შეცვალა. ის ახლა რუსული გავლენისკენ ტრიალდება, სანქციებისთვის გვერდის ავლისა და უკანონო ფულის ნაკადების ადგილი ხდება, და მის დემოკრატიას სისტემატურად ახრჩობენ.

დროა დავასრულოთ დეკლარაციები. მოვითხოვ პირად სანქციებს ივანიშვილის ოჯახისა და მისი პოლიტიკური და ბიზნეს წრის წინააღმდეგ - აქტივების გაყინვას და ევროკავშირის მოგზაურობის აკრძალვას. არ დავუშვათ, რომ რუსეთის ინტერესებმა გაიმარჯვოს საქართველოში მისი მოქალაქეების ნებისა და ევროპული მომავლის წინააღმდეგ”, - განაცხადა გოშევსკამ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოევროპარლამენტარი მალგოჟატა გოშევსკა: მიხეილ სააკაშვილი, ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც საქართველო ევროპისკენ წაიყვანა, უკვე ხუთ წელზე მეტია, გისოსებს მიღმაა
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმალგოჟატა გოშევსკა - საქართველომ კურსი შეცვალა, ის ახლა რუსული გავლენისკენ ტრიალდება - დროა დავასრულოთ დეკლარაციები, მოვითხოვ პირად სანქციებს ივანიშვილის ოჯახისა და მისი პოლიტიკური და ბიზნეს წრის წინააღმდეგ
  3. პირველი არხისამთავრობოევროპარლამენტარი მალგოჟატა გოშევსკა – სააკაშვილი, რომელმაც საქართველო ევროპის გზაზე დააყენა, ხუთ წელზე მეტია, გისოსებს მიღმაა, რამდენი ქართველი უნდა დააპატიმრონ, ვიდრე ევროკავშირი ნაბიჯებს გადადგამს?
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სანქციები ივანიშვილის, მაღალჩინოსნებისა და მოსამართლეების წინააღმდეგ – რა წერია ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების რეზოლუციის პროექტებშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები