ლევან მაჭავარიანი ბრიუსელზე: თავისივე შექმნილი ცრუ ნარატივების ტყვეობაში არიან, ძალიან რთულია ამ ნარატივებიდან გამოსვლა, მაგრამ მოუწევთ და ჩვენ მზად ვართ სახე შევანარჩუნებინოთ, გადავფურცლოთ და ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა
ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ბრიუსელს პოლიტიკის გადახედვა მოუწევს, რადგან ის ცრუ ნარატივების ტყვეობაშია და შუა დერეფანში საქართველოს საკვანძო როლი აქვს.

ბევრი ქვეყანაა, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ბრიუსელის გაბუტვის პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, მრავლად არიან ქვეყნები, რომლებიც აცნობიერებენ საქართველოს როლს, საქართველოს საჭიროებას, საქართველოს აუცილებლობას ბრიუსელისთვის.
„ეს არის ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ბრიუსელს მოუწევს საკუთარი პოლიტიკის გადახედვა, ვინაიდან შუა დერეფანი უალტერნატივო მარშრუტია, სადაც ჩვენ საკვანძო ადგილს ვიკავებთ და ბრიუსელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსთან დაიწყონ ნორმალური, პარტნიორული ურთიერთობა. თავისივე შექმნილი ცრუ ნარატივების ტყვეობაში არიან. 4-5 წელი ქმნიდნენ ამ ცრუ ნარატივებს, რომ საქართველო დაესაჯათ, ვინაიდან ჩვენ არ გავხსენით მეორე ფრონტი. ძალიან რთულია ამ ნარატივებიდან გამოსვლა, მაგრამ მოუწევთ და ჩვენ მზად ვართ სახე შევანარჩუნებინოთ, არ ჩავყვეთ მათ უსამართლობას, გადავფურცლოთ და ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…