პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი: გვჭირდება სანქციების პაკეტი, რომელიც საქართველოში ოლიგარქებს შეეხება, თუნდაც ერთსულოვნებას ვერ მივაღწიოთ - და უნდა გავასაჯაროოთ იმ მთავრობების სახელები, რომლებიც ამას მხარს არ დაუჭერენ

ევროპარლამენტარ ნაჩო სანჩეს ამორის განცხადებით, საჭიროა სანქციების პაკეტი, რომელიც საქართველოში ოლიგარქებს შეეხება, ხოლო იმ მთავრობების სახელები, რომლებიც ამას მხარს არ დაუჭერენ, უნდა გასაჯაროვდეს.

ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი: გვჭირდება სანქციების პაკეტი, რომელიც საქართველოში ოლიგარქებს შეეხება, თუნდაც ერთსულოვნებას ვერ მივაღწიოთ - და უნდა გავასაჯაროოთ იმ მთავრობების სახელები, რომლებიც ამას მხარს არ დაუჭერენ
იმედინიუსი

გვჭირდება სანქციების პაკეტი, რომელიც საქართველოში ოლიგარქებს შეეხება, თუნდაც ერთსულოვნებას ვერ მივაღწიოთ და უნდა გავასაჯაროოთ იმ მთავრობების სახელები, რომლებიც ამას მხარს არ დაუჭერენ, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, ნაჩო სანჩეს ამორმა.

„რა უნდა ვქნათ ისეთ შემთხვევებთან დაკავშირებით, როგორიც საქართველოა? მოქმედება უფრო ადრე უნდა დაგვეწყო. გამაფრთხილებელი ნიშნები გაცილებით ადრე დავინახეთ. მკაცრი გადაწყვეტილებების მიღება გვჭირდება. თუმცა ჩვენ საჩუქრები დავარიგეთ და რამდენიმე თვის შემდეგ აშკარა ავტორიტარული, პრორუსული უკუსვლა ვიხილეთ. ამ ეტაპზე ერთადერთი, რაც გაჭრის, სანქციებია, მაგრამ სანქციები, როგორც ჩანს, მხოლოდ მაშინ მუშაობს, როცა საქართველო რუსეთთანაა დაკავშირებული. მაგრამ რა ხდება დემოკრატიის მხარდაჭერაზე? გვჭირდება სანქციების პაკეტი, რომელიც საქართველოში ოლიგარქებს შეეხება - თუნდაც ერთსულოვნებას ვერ მივაღწიოთ - და უნდა გავასაჯაროოთ იმ მთავრობების სახელები, რომლებიც ამას მხარს არ დაუჭერენ“, - დასძინა მან.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურისანჩეს ამორი - ჩვენ საჩუქრები გავეცით და შემდეგ ნათელი, ავტორიტარული, პრორუსული უკუსვლა დავინახეთ, სანქციების კალათა გვჭირდება, ოლიგარქების წინააღმდეგ საქართველოში - უნდა გავასაჯაროოთ მთავრობები, რომლებიც უარს ამბობენ ამის მხარდაჭერაზე
  2. TV პირველიოპოზიციურინაჩო სანჩეს ამორი: სანქციების კალათა გვჭირდება ოლიგარქების წინააღმდეგ საქართველოში
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„საქართველო ერთპარტიულ სისტემას უახლოვდება... რეჟიმთან დაკავშირებულ პირებს ყველა ტიპის ვიზა უნდა აეკრძალოთ“ - ნაჩო სანჩეს ამორიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები