სანჩეს ამორი - ჩვენ საჩუქრები გავეცით და შემდეგ ნათელი, ავტორიტარული, პრორუსული უკუსვლა დავინახეთ, სანქციების კალათა გვჭირდება, ოლიგარქების წინააღმდეგ საქართველოში - უნდა გავასაჯაროოთ მთავრობები, რომლებიც უარს ამბობენ ამის მხარდაჭერაზე
ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი აცხადებს, რომ საქართველოში ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციების კალათაა საჭირო და უნდა გასაჯაროვდეს იმ მთავრობების ვინაობა, რომლებიც სანქციებს მხარს არ უჭერენ.

ჩვენ საჩუქრები გავეცით და მერე, რამდენიმე თვის შემდეგ, ნათელი ავტორიტარული პრორუსული უკუსვლა დავინახეთ. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ნაჩო სანჩეს ამორმა ევროპარლამენტში “პაატა ბურჭულაძის საქმე და “ქართული ოცნების” რეჟიმის პოლიტპატიმრები” თემაზე გამართულ დებატებზე განაცხადა.
მისი თქმით, ახლა საჭიროა მკაცრი გადაწყვეტილებები საქართველოს შემთხვევაში.
“რას ვაკეთებთ საქართველოს მსგავს შემთხვევებზე? უფრო ადრე უნდა ვიმოქმედოთ. გამაფრთხილებელი ნიშნები გაცილებით უფრო ადრე დავინახეთ. მკაცრი გადაწყვეტილებების მიღების საჭიროება გვაქვს.
თუმცა, ჩვენ საჩუქრები გავეცით და მერე, რამდენიმე თვის შემდეგ, ნათელი ავტორიტარული პრორუსული უკუსვლა დავინახეთ. ამ ეტაპზე ერთადერთი რამ, რაც იმუშავებს, სანქციებია, მაგრამ, როგორც ჩანს, სანქციები მხოლოდ მაშინ მუშაობს თუ საქართველოს რუსეთთანაა მიბმული. მაგრამ, რაც შეეხება დემოკრატიის მხარდაჭერას, სანქციების კალათა გვჭირდება, ოლიგარქების წინააღმდეგ საქართველოში.
რომც ვერ მივაღწიოთ ერთსულოვნებას, უნდა გავასაჯაროოთ მთავრობები, რომლებიც უარს ამბობენ ამის მხარდაჭერაზე,” - განაცხადა სანჩეს ამორმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…