პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ევროპარლამენტარი: კვლავ ვახდენთ ზეწოლას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე და ვითხოვთ სანქციების დაწესებას ("ოცნების" მიმართ)

ქართული ოცნება

ევროდეპუტატი მარკეტა გრეგოროვა აცხადებს, რომ ევროპარლამენტი ევროკავშირსა და მის წევრებზე ზეწოლას აგრძელებს, რათა სანქციები დაუწესდეთ მათ, ვინც რეპრესიებსა და ოპოზიციის შევიწროებაზეა პასუხისმგებელი.

ევროპარლამენტარი: კვლავ ვახდენთ ზეწოლას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე და ვითხოვთ სანქციების დაწესებას ("ოცნების" მიმართ)
TV პირველი

"ევროპარლამენტი კვლავ ახდენს ზეწოლას ევროკავშირზე და წევრ ქვეყნებზე რომ სანქციები დაუწესონ მათ, ვინც პასუხისმგებელია ჯარიმებზე, არასამთავრობო ორგანიზაციების მიზანში ამოღებასა და, რა თქმა უნდა, ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე" - ეს განცხადება ევროსკოპთან ინტერვიუში ევროდეპუტატმა მარკეტა გრეგორევამ გააკეთა.

გრეგოროვა ამბობს, რომ ოცნების წინააღმდეგ ახალი რეზოლუციების მიღების მიზანია, ევროკავშირი ზეპირი განცხადებების გარდა მოქმედებაზე გადავიდეს.

სტრასბურგში უკვე ემზადებიან საქართველოს შესახებ დებატების დასაწყებად, რომელიც გვიან ღამით დაიწყება.

მზადდება მორიგი რეზოლუცია. რა თქმა უნდა, ის პოლიტპატიმრებს ეხება, მაგრამ თავისთავად ყოველთვის ახსენებს სანქციებსა და ყველა მსგავს ზომას. ეს ახდენს ზეწოლას არა მხოლოდ წევრ სახელმწიფოებზე, არამედ კაია კალასსა და სხვებზეც. მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობ, მას ნამდვილად აღელვებს საქართველო — დაახლოებით სამი წლის წინ მან სცადა გაყალბებული არჩევნების გამო წარმომადგენლების დასანქცირება, თუმცა, ვფიქრობ, ეს უნგრეთმა და სლოვაკეთმა დაბლოკეს. მაგრამ იქნებ მან ეს კიდევ ერთხელ სცადოს? უნგრეთს ახლა სხვა მთავრობა ჰყავს, სლოვაკეთი კი აღარ არის ისეთი ძლიერი, როგორიც ადრე იყო — მისი შესაძლებლობები ძალიან შეზღუდულია.

ამიტომ უბრალოდ არ მესმის, რატომ არ არის ეს კვლავ პრიორიტეტი მისთვის, კომისიის სხვა წევრებისა და წევრი სახელმწიფოებისთვის. პარლამენტი ამ საკითხს კვლავ აბრუნებს დღის წესრიგში, პრიორიტეტულ თემად". - აცხადებს გრეგოროვა.

ევროდეპუტატი ევროსკოპს ეუბნება რომ, დღეს პოლიტიკური პატიმრის, პაატა მანჯგალაძის შვილს შეხვდება, ხვალ კი ის შეუერთდება ევროპარლამენტარების ფოტოაქციას, რომელიც ქართველი ხალხის მხარდასაჭერად არის დაგეგმილი.

დღეს უკვე ვხვდები ერთ-ერთი პოლიტპატიმრის ქალიშვილს, რადგან მინდოდა მისგან უშუალოდ მომესმინა, რა ხდება საქართველოში. ის ახლა აქ, ამ შენობაში იმყოფება და ძალიან მიხარია, რომ ეს პარლამენტი კვლავ ღიაა იმ ქართველებისთვის, ვინც ამ რეპრესიებს განიცდის. გარდა ამისა, ჩართული ვარ სხვა განხილვებშიც — ვუმასპინძლე მრგვალ მაგიდას, სადაც ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარმოადგინეს კვლევები იმის შესახებ, თუ რა ხდება საქართველოში, როგორ შეგვიძლია დახმარება.

ხვალ კი აუცილებლად შევუერთდები აქციას და სრული სოლიდარობის ნიშნად კვლავ მოვითხოვ სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია ჯარიმებზე, არასამთავრობო ორგანიზაციების მიზანში ამოღებასა და, რა თქმა უნდა, ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე — ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს".- განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.

„პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“ - ამ სახელწოდების რეზოლუციის პროექტზე დღეს 25 ნოემბერს, ღამით ევროპარლამენტში დებატები გაიმართება.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლევან მაჭავარიანი: არ მგონია, ევროპარლამენტში დებატებისას რაიმე შეიცვალოს და აღარ იყოს მათი მხრიდან არასერიოზული და უსამართლო დამოკიდებულებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები