პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ნაჩო სანჩეს ამორი – საქართველოს შემთხვევაში ბევრად ადრე უნდა მიგვეღო მკაცრი გადაწყვეტილებები, ამის ნაცვლად, საჩუქრები გავეცით, ახლა ერთადერთი ქმედითი ინსტრუმენტი სანქციებია

ქართული ოცნება

ევროპარლამენტარ ნაჩო სანჩეს ამორის განცხადებით, საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირმა მკაცრი გადაწყვეტილებების ნაცვლად საჩუქრები გასცა, ახლა კი ერთადერთი ქმედითი ინსტრუმენტი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაა.

ნაჩო სანჩეს ამორი – საქართველოს შემთხვევაში ბევრად ადრე უნდა მიგვეღო მკაცრი გადაწყვეტილებები, ამის ნაცვლად, საჩუქრები გავეცით, ახლა ერთადერთი ქმედითი ინსტრუმენტი სანქციებია
პირველი არხი

ერთადერთი ქმედითი ინსტრუმენტი სანქციებია, თუმცა, როგორც ჩანს, საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესება მხოლოდ რუსეთთან კავშირის შემთხვევაშია შესაძლებელი, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ნაჩო სანჩეს ამორიმ განაცხადა ევროპარლამენტში, სადაც მიმდინარეობს დებატები რეზოლუციის პროექტზე – „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“.

როგორ აღნიშნა, საქართველოს შემთხვევაში გაცილებით ადრე უნდა მიეღოთ მკაცრი გადაწყვეტილებები.

„როგორ უნდა მოვიქცეთ საქართველოს მსგავს შემთხვევებში? გაცილებით ადრე უნდა ვიმოქმედოთ. გამაფრთხილებელი ნიშნები ბევრად ადრე დავინახეთ და მაშინვე უნდა მიგვეღო მკაცრი გადაწყვეტილებები. თუმცა, ამის ნაცვლად, საჩუქრები გავეცით და რამდენიმე თვის შემდეგ აშკარა ავტორიტარული, პრორუსული უკუსვლის მოწმენი გავხდით. ამ ეტაპზე ერთადერთი ქმედითი ინსტრუმენტი სანქციებია, თუმცა, როგორც ჩანს, საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესება მხოლოდ რუსეთთან კავშირის შემთხვევაშია შესაძლებელი. მაგრამ რას ვაკეთებთ დემოკრატიის მხარდასაჭერად? ჩვენ გვჭირდება საქართველოში ოლიგარქების წინააღმდეგ მიმართული სანქციების პაკეტი, მაშინაც კი, თუ ერთსულოვნებას ვერ მივაღწევთ“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურისანჩეს ამორი - ჩვენ საჩუქრები გავეცით და შემდეგ ნათელი, ავტორიტარული, პრორუსული უკუსვლა დავინახეთ, სანქციების კალათა გვჭირდება, ოლიგარქების წინააღმდეგ საქართველოში - უნდა გავასაჯაროოთ მთავრობები, რომლებიც უარს ამბობენ ამის მხარდაჭერაზე
  2. იმედინიუსისამთავრობოევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი: გვჭირდება სანქციების პაკეტი, რომელიც საქართველოში ოლიგარქებს შეეხება, თუნდაც ერთსულოვნებას ვერ მივაღწიოთ - და უნდა გავასაჯაროოთ იმ მთავრობების სახელები, რომლებიც ამას მხარს არ დაუჭერენ
  3. TV პირველიოპოზიციურინაჩო სანჩეს ამორი: სანქციების კალათა გვჭირდება ოლიგარქების წინააღმდეგ საქართველოში
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სანჩეს ამორი - ჩვენ საჩუქრები გავეცით და შემდეგ ნათელი, ავტორიტარული, პრორუსული უკუსვლა დავინახეთ, სანქციების კალათა გვჭირდება, ოლიგარქების წინააღმდეგ საქართველოში - უნდა გავასაჯაროოთ მთავრობები, რომლებიც უარს ამბობენ ამის მხარდაჭერაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები