პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ირაკლი მეზურნიშვილი: მოგეხსენებათ რამდენი კონფლიქტია რეგიონში და როგორ ანადგურებს შეიარაღებული კონფლიქტი ეკონომიკას. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის მაქსიმალურად შევინარჩუნოთ მშვიდობა, რაც პირდაპირ აისახება ეკონომიკურ ზრდაზე

ირაკლი მეზურნიშვილის განცხადებით, რეგიონში არსებული შეიარაღებული კონფლიქტები ეკონომიკას ანადგურებს, ამიტომ საქართველოსთვის მშვიდობის შენარჩუნება ეკონომიკური ზრდის პირდაპირი წინაპირობაა.

ირაკლი მეზურნიშვილი: მოგეხსენებათ რამდენი კონფლიქტია რეგიონში და როგორ ანადგურებს შეიარაღებული კონფლიქტი ეკონომიკას. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის მაქსიმალურად შევინარჩუნოთ მშვიდობა, რაც პირდაპირ აისახება ეკონომიკურ ზრდაზე
რუსთავი 2

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ მშვიდობა, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე - ამის შესახებ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა ირაკლი მეზურნიშვილმა ათენში განაცხადა, სადაც საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის რიგით 68-ე გენერალურ ასამბლეაზე იმყოფება.

"საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვიმყოფებით საბერძნეთის დედაქალაქ ათენში. აქ იმართება რიგით 68-ე გენერალური ასამბლეა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის. დღეს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა მიგვეღო მონაწილეობა გენერალურ დებატებში. ძირითადი საკითხები არის ძალიან აქტუალური: შეიარაღებული კონფლიქტის გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე. მოგეხსენებათ, რამდენი კონფლიქტი არის ზოგადად რეგიონში და როგორ ანადგურებს შეიარაღებული კონფლიქტი ეკონომიკას. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ შევინარჩუნოთ მაქსიმალურად მშვიდობა, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე.

ასევე მქონდა დღეს პატივი ეკონომიკური კომიტეტის წაყვანის. დღეს ასევე გაიმართა საინტერესო დებატები თვითონ კომიტეტის ფარგლებში, რომელსაც ვხელმძღვანელობდი მე, როგორც პაბსეკის ვიცე-პრეზიდენტის რანგში და იქ იყო სხვადასხვა რეზოლუციები, სხვადასხვა რეკომენდაციები. აქტიურად არის საქართველო ჩართული ზოგადად პაბსეკის საქმიანობაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გამოვიყენოთ ეს პლატფორმა ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად", - განაცხადა მეზურნიშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოირაკლი მეზურნიშვილი: მოგეხსენებათ, რამდენი კონფლიქტი არის რეგიონში და როგორ ანადგურებს შეიარაღებული კონფლიქტი ეკონომიკას. ამიტომ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ მშვიდობა, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა ირაკლი მეზურნიშვილმა და დელეგაციის წევრმა ლევან მახაშვილმა PABSEC-ის 68-ე გენერალურ ასამბლეაში მიიღეს მონაწილეობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები