პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ლევან მახაშვილი: შავი ზღვა არის მსოფლიო კვანძი, რომელიც აკავშირებს სხვადასხვა კონტინენტს. მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად შავი ზღვის რეგიონი იყოს არა დაპირისპირების არამედ მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების რეგიონი

PABSEC-ის ასამბლეაზე ლევან მახაშვილმა განაცხადა, რომ შავი ზღვა მსოფლიო კვანძია და საქართველო პარტნიორებთან ერთად მაქსიმუმს აკეთებს, რათა რეგიონი დაპირისპირების ნაცვლად მშვიდობისა და სტაბილურობის სივრცე იყოს.

ლევან მახაშვილი: შავი ზღვა არის მსოფლიო კვანძი, რომელიც აკავშირებს სხვადასხვა კონტინენტს. მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად შავი ზღვის რეგიონი იყოს არა დაპირისპირების არამედ მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების რეგიონი
რუსთავი 2

ჩვენ ვიმყოფებით შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაზე. ქართული დელეგაცია მონაწილეობას იღებს ძალიან მნიშვნელოვან დისკუსიებში, რომელიც ეხება შავ ზღვას, - განაცხადა დელეგაციის წევრმა, ლევან მახაშვილმა, რომელმაც PABSEC-ის 68-ე გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა.

როგორც მახაშვილმა აღნიშნა, პარტნიორებთან ერთად ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ შავი ზღვის რეგიონი იყოს არა დაპირისპირების რეგიონი, არამედ მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების რეგიონი.

"შავი ზღვა არ არის ერთ-ერთი რეგიონული ზღვა, ეს არის მსოფლიო კვანძი, რომელიც აკავშირებს სხვადასხვა კონტინენტს, სხვადასხვა ცივილიზაციას, სხვადასხვა სატრანსპორტო-ლოჯისტიკურ, სურსათის მიწოდების ჯაჭვებს. ამიტომ მნიშვნელოვანია შავ ზღვაში სტაბილურობა, მათ შორის საქართველოსთვის მნიშვნელოვანია და შესაბამისად, ეს დისკუსიები აუცილებელი და საჭიროა იმისთვის, რომ ყველა, ვინც შავი ზღვის ფართო რეგიონის მონაწილეა, უზრუნველყოს შავი ზღვის მთლიანი რეგიონის უსაფრთხოება, ამ რეგიონში მშვიდობა. საქართველოსთვისაც, რა თქმა უნდა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ რეგიონში მშვიდობის შენარჩუნება, ამ მიწოდების და სავაჭრო გზების სტაბილურობა და ეს დისკუსიები სწორედ ამას უკავშირდება. ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად შავი ზღვის რეგიონი იყოს არა დაპირისპირების რეგიონი, არამედ მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების რეგიონი",-განაცხადა მახაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობოლევან მახაშვილი: შავი ზღვა არის მსოფლიო კვანძი, რომელიც აკავშირებს სხვადასხვა კონტინენტს. მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად შავი ზღვის რეგიონი იყოს არა დაპირისპირების, არამედ მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების რეგიონი
  2. პირველი არხისამთავრობოლევან მახაშვილი – მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად შავი ზღვის რეგიონი იყოს არა დაპირისპირების არამედ სტაბილურობის და განვითარების რეგიონი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა ირაკლი მეზურნიშვილმა და დელეგაციის წევრმა ლევან მახაშვილმა PABSEC-ის 68-ე გენერალურ ასამბლეაში მიიღეს მონაწილეობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები