პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ირაკლი მეზურნიშვილი: მოგეხსენებათ, რამდენი კონფლიქტი არის რეგიონში და როგორ ანადგურებს შეიარაღებული კონფლიქტი ეკონომიკას. ამიტომ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ მშვიდობა, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე

საქართველოს პარლამენტი

ირაკლი მეზურნიშვილის განცხადებით, რეგიონში არსებული კონფლიქტები ეკონომიკას ანადგურებს, რის გამოც საქართველოსთვის მშვიდობის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ირაკლი მეზურნიშვილი: მოგეხსენებათ, რამდენი კონფლიქტი არის რეგიონში და როგორ ანადგურებს შეიარაღებული კონფლიქტი ეკონომიკას. ამიტომ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ მშვიდობა, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე
იმედინიუსი

ძირითადი საკითხები არის ძალიან აქტუალური - შეიარაღებული კონფლიქტის გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ მშვიდობა, რაც მაქსიმალურად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე, - განაცხადა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა ირაკლი მეზურნიშვილმა PABSEC-ის 68-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართული დებატების შემდეგ.

მისი თქმით, რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველომ შეინარჩუნოს მშვიდობა.

„დღეს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა მიგვეღო მონაწილეობა გენერალურ დებატებში. ძირითადი საკითხები არის ძალიან აქტუალური - შეიარაღებული კონფლიქტის გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე. მოგეხსენებათ რამდენი კონფლიქტია ზოგადად რეგიონში და როგორ ანადგურებს შეიარაღებული კონფლიქტი ეკონომიკას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ მშვიდობა, რაც მაქსიმალურად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე“, - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა ირაკლი მეზურნიშვილმა და დელეგაციის წევრმა ლევან მახაშვილმა ათენში მიმდინარე PABSEC-ის 68-ე გენერალურ ასამბლეაში მიიღეს მონაწილეობა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი მეზურნიშვილი: მოგეხსენებათ რამდენი კონფლიქტია რეგიონში და როგორ ანადგურებს შეიარაღებული კონფლიქტი ეკონომიკას. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის მაქსიმალურად შევინარჩუნოთ მშვიდობა, რაც პირდაპირ აისახება ეკონომიკურ ზრდაზე
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა ირაკლი მეზურნიშვილმა და დელეგაციის წევრმა ლევან მახაშვილმა PABSEC-ის 68-ე გენერალურ ასამბლეაში მიიღეს მონაწილეობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები