პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა ირაკლი მეზურნიშვილმა და დელეგაციის წევრმა ლევან მახაშვილმა PABSEC-ის 68-ე გენერალურ ასამბლეაში მიიღეს მონაწილეობა

ათენში მიმდინარე PABSEC-ის 68-ე გენერალურ ასამბლეაზე ირაკლი მეზურნიშვილმა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და დევნილთა უფლებებზე გაამახვილა ყურადღება.

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა ირაკლი მეზურნიშვილმა და დელეგაციის წევრმა ლევან მახაშვილმა PABSEC-ის 68-ე გენერალურ ასამბლეაში მიიღეს მონაწილეობა
იმედინიუსი

ათენში, საბერძნეთის პარლამენტის მასპინძლობით, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) 68-ე გენერალური ასამბლეა მიმდინარეობს, რომელშიც წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციები მონაწილეობენ.

გაიმართა ასამბლეის ბიუროსა და მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომები. გენერალური ასამბლეის პლენარულ სხდომაზე მონაწილეებმა რეგიონული თანამშრომლობისა და სხვა აქტუალური საკითხების შესახებ იმსჯელეს.

პლენარული სხდომის ფარგლებში გაიმართა გენერალური დებატები საზოგადოებაზე, ეკონომიკაზე, გარემოსა და ადამიანის უფლებებზე შეიარაღებული კონფლიქტების გავლენის შესახებ.

დებატებში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მეზურნიშვილმა.

თავის გამოსვლაში მან ყურადღება გაამახვილა კონფლიქტების მძიმე შედეგებზე, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობასა და საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლებაზე, ასევე რეგიონულ უსაფრთხოებაზე.

მან ხაზი გაუსვა საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებების დაცვის აუცილებლობას და საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობას.

ირაკლი მეზურნიშვილი ასამბლეის პლენარული სესიის მეორე ნაწილს თავმჯდომარეობდა, რომლის ფარგლებშიც ხელმძღვანელობდა ეკონომიკური და განვითარების პოლიტიკის კომიტეტის სხდომას. ასამბლეამ განიხილა კომიტეტის მიერ მომზადებული ანგარიში და შესაბამისი რეკომენდაცია შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში კლიმატის ცვლილების ეკონომიკური ასპექტების შესახებ. ბოლოს ასამბლეის თავმჯდომარეობა როტაციის წესით მოლდოვას გადაეცა.

გენერალური ასამბლეის მუშაობა გრძელდება, რომლის ფარგლებშიც გაიმართება იურიდიულ საკითხთა და საერთაშორისო თანამშრომლობის, ასევე სოციალური და ჰუმანიტარული პოლიტიკის კომიტეტების სხდომა.

დღის წესრიგშია ინოვაციების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების, განათლების, ჯანდაცვისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების საკითხები. PABSEC-ის გენერალური ასამბლეა მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს შორის საპარლამენტო დიალოგის, თანამშრომლობისა და საერთო გამოწვევებზე მსჯელობისთვის.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
თბილისში PABSEC-ის სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის 68-ე სხდომა გაიმართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები