ირაკლი მეზურნიშვილი: ჩვენს ქვეყანაში არის მშვიდობა და ამას ყველა აფასებს. ვინარჩუნებთ სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხითაც დიდი ზრდა გვაქვს, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ არის ძალიან მაღალი ინტერესი, იმიტომ, რომ გვაქვს სტაბილურობა და მშვიდობა
დეპუტატ ირაკლი მეზურნიშვილის განცხადებით, ანაკლიის პროექტს ძირითადად სახელმწიფო მიიყვანს ბოლომდე, 2029 წელს ის გაეშვება და პირველ ტვირთებს მიიღებს.

ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება ტარდება ჟენევაში, სადაც შვეიცარიის გაერთიანებული სავაჭრო პალატის მოწვევით მონაწილეობას მივიღებ, - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი მეზურნიშვილმა „დღის ქრონიკასთან“.
მან უპასუხა კითხვას - როგორ ხედავენ შვეიცარიის გაერთიანებული პალატის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე კასპიის რეგიონს, გლობალური ვაჭრობისა და ენერგეტიკის ჭრილში?
„საკითხი აქტუალურია, იქიდან გამომდინარე, რომ იცვლება მსოფლიო. ერთ მხარეს არის აზია, მეორე მხარეს ევროპა და ამ ვითარებაში ჩვენ ყოველთვის ერთგვარად ვიყავით გზაჯვარედინზე, მაგრამ დღეს დამატებითი შესაძლებლობა იქმნება ჩვენი ქვეყნისთვის. ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიო, განსაკუთრებით, ჩვენი რეგიონი დიდი გამოწვევების წინაშე დადგა და ტრადიციული სავაჭრო მარშრუტები, ენერგეტიკული მიწოდების ჯაჭვები იცვლება და ეს ყველაფერი დამატებით შესაძლებლობებს გვაძლევს. საქართველოს აქვს შესაძლებლობა დაიკავოს ეს პოზიცია, რადგან აბსოლუტურად ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, რომ იყოს ამ ორი დიდი სივრცის მოკავშირე და ამ ყველაფერმა სარგებელი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უნდა მოუტანოს, რადგან ჩვენ ვავითარებთ ინფრასტრუქტურას, ეკონომიკას. მე მქონდა შესაძლებლობა, რომ დამსწრე საზოგადოებისთვის გამეცნო ის ეკონომიკური პარამეტრები, რომელიც საქართველოს აქვს. სულ ახლახან საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ჩვენი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა, მანამდე კი მსოფლიო ბანკმა გაზარდა პროგნოზი. საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან ასეთი ნდობა და მოლოდინი კიდევ უფრო მაღალ ინტერესს და სტიმულს აძლევს პარტნიორებს, ქვეყნებს, დიდ კორპორაციებს, რომ ჩვენი ბაზრით დაინტერესდნენ.
შუა დერეფანი ბოლო წლების განმავლობაში ძალიან აქტუალური გახდა. წინა წლებთან შედარებით ძალიან მკვეთრი ზრდა არის და პროგნოზირებენ, რომ კიდევ უფრო მაღალი ზრდა იქნება, რადგან ტრადიციული მარშრუტები ან დაიკეტა, ან მაღალ რისკს შეიცავს, აქედან გამომდინარე, შუა დერეფნის აქტუალობა აშკარაა.
ანაკლიის პროექტთან მიმართებით ჰქონდა კითხვები მოდერატორს, ხომ არ გადავადდება და აღვნიშნე, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ძირითადად სახელმწიფო მიიყვანს ამ პროექტს ბოლომდე, დავარწმუნე, რომ 2029 წელს ანაკლიის პროექტი გაეშვება და პირველ ტვირთებს უკვე მივიღებთ. ასევე შავი ზღვის კაბელის საკითხზე დამისვეს კითხვები და აქაც ძალიან კარგად ვართ იმ კუთხით, რომ პროექტის მომზადების სტადია დასრულებულია, მოწონებულია ევროპაშიც და სტრატეგიული მნიშვნელობაც მიენიჭა ამ ყველაფერს. საქართველოს ამ პროექტში უმნიშვნელოვანესი როლი აქვს და ხედავს ევროპა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროპისთვის საქართველოს როლი.
მთავარია, რომ ჩვენ ქვეყანაში არის მშვიდობა და ამას ყველა აფასებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვინარჩუნებთ სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას. მოგეხსენებათ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხითაც რამხელა ზრდა გვაქვს, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ არის ძალიან მაღალი ინტერესი, იმიტომ, რომ გვაქვს სტაბილურობა და მშვიდობა. ეს უნდა შევინარჩუნოთ და მაქსიმუმი გავაკეთოთ და დავაჩქაროთ ინფრასტრუქტურული პროექტები“, - აღნიშნა მეზურნიშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„საკითხი აქტუალურია, იქიდან გამომდინარე, რომ იცვლება მსოფლიო. ერთ მხარეს არის აზია, მეორე მხარეს ევროპა და ამ ვითარებაში ჩვენ ყოველთვის ერთგვარად ვიყავით გზაჯვარედინზე, მაგრამ დღეს დამატებითი შესაძლებლობა იქმნება ჩვენი ქვეყნისთვის. ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიო, განსაკუთრებით, ჩვენი რეგიონი დიდი გამოწვევების წინაშე დადგა და ტრადიციული სავაჭრო მარშრუტები, ენერგეტიკული მიწოდების ჯაჭვები იცვლება და ეს ყველაფერი დამატებით შესაძლებლობებს გვაძლევს. საქართველოს აქვს შესაძლებლობა დაიკავოს ეს პოზიცია, რადგან აბსოლუტურად ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, რომ იყოს ამ ორი დიდი სივრცის მოკავშირე და ამ ყველაფერმა სარგებელი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უნდა მოუტანოს, რადგან ჩვენ ვავითარებთ ინფრასტრუქტურას, ეკონომიკას. მე მქონდა შესაძლებლობა, რომ დამსწრე საზოგადოებისთვის გამეცნო ის ეკონომიკური პარამეტრები, რომელიც საქართველოს აქვს. სულ ახლახან საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ჩვენი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა, მანამდე კი მსოფლიო ბანკმა გაზარდა პროგნოზი. საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან ასეთი ნდობა და მოლოდინი კიდევ უფრო მაღალ ინტერესს და სტიმულს აძლევს პარტნიორებს, ქვეყნებს, დიდ კორპორაციებს, რომ ჩვენი ბაზრით დაინტერესდნენ. შუა დერეფანი ბოლო წლების განმავლობაში ძალიან აქტუალური გახდა. წინა წლებთან შედარებით ძალიან მკვეთრი ზრდა არის და პროგნოზირებენ, რომ კიდევ უფრო მაღალი ზრდა იქნება, რადგან ტრადიციული მარშრუტები ან დაიკეტა, ან მაღალ რისკს შეიცავს, აქედან გამომდინარე, შუა დერეფნის აქტუალობა აშკარაა. ანაკლიის პროექტთან მიმართებით ჰქონდა კითხვები მოდერატორს, ხომ არ გადავადდება და აღვნიშნე, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ძირითადად სახელმწიფო მიიყვანს ამ პროექტს ბოლომდე, დავარწმუნე, რომ 2029 წელს ანაკლიის პროექტი გაეშვება და პირველ ტვირთებს უკვე მივიღებთ. ასევე შავი ზღვის კაბელის საკითხზე დამისვეს კითხვები და აქაც ძალიან კარგად ვართ იმ კუთხით, რომ პროექტის მომზადების სტადია დასრულებულია, მოწონებულია ევროპაშიც და სტრატეგიული მნიშვნელობაც მიენიჭა ამ ყველაფერს. საქართველოს ამ პროექტში უმნიშვნელოვანესი როლი აქვს და ხედავს ევროპა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროპისთვის საქართველოს როლი. მთავარია, რომ ჩვენ ქვეყანაში არის მშვიდობა და ამას ყველა აფასებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვინარჩუნებთ სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას. მოგეხსენებათ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხითაც რამხელა ზრდა გვაქვს, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ არის ძალიან მაღალი ინტერესი, იმიტომ, რომ გვაქვს სტაბილურობა და მშვიდობა. ეს უნდა შევინარჩუნოთ და მაქსიმუმი გავაკეთოთ და დავაჩქაროთ ინფრასტრუქტურული პროექტები“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.