პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თბილისში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის სხდომა გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

თბილისში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც რვა ქვეყნის კანონმდებლებმა თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ხელოვნურ ინტელექტზე იმსჯელეს.

თბილისში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის სხდომა გაიმართა
იმედინიუსი

თბილისში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის 68-ე სხდომა გაიმართა.

კომიტეტის სხდომა საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მეზურნიშვილმა გახსნა.

როგორც ირაკლი მეზურნიშვილმა განაცხადა, საპარლამენტო ასამბლეის წევრი ქვეყნების კანონმდებლებმა მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს, კერძოდ, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინოვაციებზე, ასევე ხელოვნურ ინტელექტსა და მის როლზე დღევანდელ ცხოვრებაში. მისივე თქმით, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნები საპარლამენტო დონეზე აქტიურად თანამშრომლობენ და აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობას არაერთი შეხვედრა დაეთმო.

კომიტეტის სხდომაზე შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს, კომიტეტის მომავალი სხდომის გამართვის საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს და კომიტეტის თავმჯდომარის ახალი მოადგილე აირჩიეს.

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის სხდომას ორგანიზაციის 8 ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოთბილისში PABSEC-ის სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის 68-ე სხდომა გაიმართა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
თბილისში PABSEC-ის სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის 68-ე სხდომა გაიმართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები