პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ლევან მახაშვილი: შავი ზღვა არის მსოფლიო კვანძი, რომელიც აკავშირებს სხვადასხვა კონტინენტს. მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად შავი ზღვის რეგიონი იყოს არა დაპირისპირების, არამედ მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების რეგიონი

ათენში გამართულ PABSEC-ის ასამბლეაზე ლევან მახაშვილმა განაცხადა, რომ შავი ზღვა მსოფლიო კვანძია და საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობისა და სავაჭრო გზების სტაბილურობის შენარჩუნება.

ლევან მახაშვილი: შავი ზღვა არის მსოფლიო კვანძი, რომელიც აკავშირებს სხვადასხვა კონტინენტს. მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად შავი ზღვის რეგიონი იყოს არა დაპირისპირების, არამედ მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების რეგიონი
იმედინიუსი

ჩვენ პარტნიორებთან ერთად მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შავი ზღვის რეგიონი იყოს არა დაპირისპირების, არამედ მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების რეგიონი, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა, რომელიც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაზე იმყოფება.

როგორც მან აღნიშნა, შავი ზღვა არის მსოფლიო კვანძი.

„ჩვენ ვიმყოფებით შავი ზღვის ეკონომიკის თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაზე. ქართული დელეგაცია მონაწილეობს მნიშვნელოვან დისკუსიებში, რომელიც ეხება შავ ზღვას.

შავი ზღვა არ არის ერთ-ერთი რეგიონული ზღვა, ეს არის მსოფლიო კვანძი, რომელიც აკავშირებს სხვადასხვა კონტინენტს, სხვადასხვა ცივილიზაციას, სხვადასხვა სატრანსპორტო ლოგისტიკური სურსათის მიწოდების ჯაჭვებს, ამიტომ მნიშვნელოვანია შავ ზღვაში სტაბილურობა.

ეს დისკუსიები აუცილებელი და საჭიროა იმისთვის, რომ ყველამ, ვინც შავი ზღვის ფართო რეგიონის მონაწილეა, უზრუნველყოს შავი ზღვის მთლიანი რეგიონის უსაფრთხოება, ამ რეგიონში მშვიდობა.

საქართველოსთვისაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ რეგიონში მშვიდობის შენარჩუნება, მიწოდებისა და სავაჭრო გზების სტაბილურობა და ეს დისკუსიები სწორედ ამას უკავშირდება“, - აღნიშნა მახაშვილმა.

ათენში, საბერძნეთის პარლამენტის მასპინძლობით, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) 68-ე გენერალური ასამბლეა მიმდინარეობს, რომელშიც წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციები მონაწილეობენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოლევან მახაშვილი: შავი ზღვა არის მსოფლიო კვანძი, რომელიც აკავშირებს სხვადასხვა კონტინენტს. მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად შავი ზღვის რეგიონი იყოს არა დაპირისპირების არამედ მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების რეგიონი
  2. პირველი არხისამთავრობოლევან მახაშვილი – მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად შავი ზღვის რეგიონი იყოს არა დაპირისპირების არამედ სტაბილურობის და განვითარების რეგიონი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა ირაკლი მეზურნიშვილმა და დელეგაციის წევრმა ლევან მახაშვილმა PABSEC-ის 68-ე გენერალურ ასამბლეაში მიიღეს მონაწილეობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები