გარი კასპაროვი: ამ ომში, ჭადრაკისგან განსხვავებით, ყაიმი არ არსებობს... ან გაიმარჯვებთ თქვენ, ან გაიმარჯვებს პუტინი
ფორუმის პანელურ დისკუსიაზე გამოსვლისას მან ასევე აღნიშნა, რომ ჭადრაკისგან განსხვავებით, ამ ომში „ყაიმი არ არსებობს“ და დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის კულუარული შეთანხმებებისგან, რომლებიც უკრაინას ტერიტორიულ დათმობებს აიძულებს.

"სევასტოპოლში აღმართული უკრაინის დროშის გარდა ვერაფერი მოუტანს ევროპას მშვიდობას და ვერ მისცემს ჩვენს ქვეყანას, რუსეთს, შანსს, რომ დემოკრატიული გახდეს“ - განაცხადა რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა და ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონმა, გარი კასპაროვმა ჰალიფაქსის საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლისას.
ფორუმის პანელურ დისკუსიაზე გამოსვლისას მან ასევე აღნიშნა, რომ ჭადრაკისგან განსხვავებით, ამ ომში „ყაიმი არ არსებობს“ და დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის კულუარული შეთანხმებებისგან, რომლებიც უკრაინას ტერიტორიულ დათმობებს აიძულებს.
"ამ ომში, ჭადრაკისგან განსხვავებით, ყაიმი არ არსებობს... ან გაიმარჯვებთ თქვენ, ან გაიმარჯვებს პუტინი“ - თქვა კასპაროვმა.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…