სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო, უკრაინაში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ - უწყება ასევე აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ 23-დან 60 წლამდე ასაკის უკრაინის მოქალაქეობის მქონე მამაკაცებს, მათ შორის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებსაც, შესაძლოა ქვეყნის დატოვების უფლება არ მისცენ
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს აფრთხილებს, თავი შეიკავონ უკრაინაში გამგზავრებისგან და მიუთითებს, რომ 23-დან 60 წლამდე ასაკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე მამაკაცებს ქვეყნის დატოვება შესაძლოა აეკრძალოთ.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეებს ახსენებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო, უკრაინაში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ.
უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის სარაკეტო და დრონებით განხორციელებული თავდასხმები კვლავ ეხება უკრაინის ყველა რეგიონს, ხოლო დარტყმები შესაძლოა ნებისმიერ დროს, მინიმალური გაფრთხილებით ან ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მოხდეს.
სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ 23-დან 60 წლამდე ასაკის უკრაინის მოქალაქეობის მქონე მამაკაცებს, მათ შორის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებსაც, შესაძლოა ქვეყნის დატოვების უფლება არ მისცენ. გარდა ამისა, საომარი მდგომარეობის პირობებში, ისინი შესაძლოა სამხედრო სამსახურში გაიწვიონ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…