პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პუტინის კრიტიკოსი მოჭადრაკის, გარი კასპაროვის თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება

პუტინის რეჟიმის კრიტიკოსმა და მოჭადრაკემ გარი კასპაროვმა განაცხადა, რომ მას სიცოცხლის მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აცნობეს. ლიტვისა და აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურების ინფორმირებით, კასპაროვმა და მისმა კოლეგამ ივან ტიუტრინმა პრევენციული ზომების მიღების გაფრთხილება მიიღეს. გამოცემა El Mundo-ს ცნობით, რუსეთი ემიგრაციაში მყოფი აქტივისტების მკვლელობას გეგმავდა.

პუტინის კრიტიკოსი მოჭადრაკის, გარი კასპაროვის თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება
ტაბულა

პუტინის რეჟიმის კრიტიკოსი და ჭადრაკის ლეგენდა გარი კასპაროვი აცხადებს, რომ მას სიცოცხლისთვის მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აცნობეს.

კასპაროვი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისთვის ეს ინფორმაცია მოულოდნელი არ არის, თუმცა, შოკისმომგვრელია.

გავრცელებული ცნობებით, მსგავსი შინაარსის გაფრთხილება კასპაროვის კოლეგამ, ივან ტიუტრინმაც მიიღო.

"ლიტვისა და აშშ-ს უსაფრთხოების სამსახურებმა შეგვატყობინეს, რომ ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა და შესაბამისი პრევენციული ზომები უნდა მიგვეღო." - წერია კასპაროვის განცხადებაში.

63 წლის მოჭადრაკემ რუსეთი ათ წელზე მეტი ხნის წინ დატოვა. ბოლო წლებში ის საკუთარ სამშობლოში ტერორისტად გამოაცხადეს.

მანამდე El Mundo წერდა, რომ რუსეთი ამ ზაფხულს ემიგრაციაში მყოფი რამდენიმე აქტივისტის მკვლელობას გეგმავდა. ცოტა ხნის წინ აშშ-ში რუსეთის ხუთი მოქალაქე მკვლელობის დაგეგმვის ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარსდგა.

გამოცემის ცნობით, მათ კასპაროვის, ოპოზიციონერი ფიგურის, ილია პონომარიოვისა და ვილნიუსში კიდევ ერთი პირის მკვლელობა ევალებოდათ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიკასპაროვი ადასტურებს, რომ აშშ-ის სპეცსამსახურებმა მისი ლიკვიდაციის გეგმის შესახებ გააფრთხილეს
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
კეთილსინდისიერების შემოწმება სახელმწიფოს კორუფციისგან დაცვის ნაცვლად პოლიტიკური დისკრედიტაციის "ბილეთად" შეიძლება იქცეს - მონტენეგროს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარეწაიკითხე

უახლესი ამბები