პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ევროკომისია ყულევის ქარხნის ევროკავშირის სანქციების სიიდან ამოღების ინიციატივით გამოდის

ევროკომისია ევროკავშირის წევრებს ყულევის ქარხნის სანქციების სიიდან ამოღებას სთავაზობს, რადგან საწარმომ რუსული ნავთობი ლიბიურით ჩაანაცვლა, იუწყება Kyiv Independent-ი.

ევროკომისია ყულევის ქარხნის ევროკავშირის სანქციების სიიდან ამოღების ინიციატივით გამოდის
POSTV

“ევროკომისია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ყულევის ქარხნის რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების სიიდან ამოღებას სთავაზობს. ამის მიზეზი ის არის, რომ საქართველოში მდებარე ქარხანამ, რუსული ნავთობის ნაცვლად, ლიბიური ნავთობის შესყიდვა დაიწყო”, – იუწყება „The Kyiv Independent-ი“ ბრიუსელის კორესპონდენტზე, კრის პაუერსზე დაყრდნობით.

გამოცემის ინფორმაციით, ყულევის ქარხანამ, ევროკავშირის სანქციების დაწესების საფრთხის შემდეგ, ნავთობის მომწოდებელი შეცვალა და რუსული ნედლი ნავთობის იმპორტი ლიბიურით ჩაანაცვლა. ამ გარემოებამ ევროკომისიას მისცა საფუძველი, წევრი სახელმწიფოებისთვის ტერმინალის სანქცირებული ობიექტების სიიდან ამოღება შეეთავაზებინა.

მნიშვნელოვანია, რომ საუბარია ევროკომისიის რეკომენდაციაზე და არა უკვე მიღებულ გადაწყვეტილებაზე. ქარხნის სანქციების სიიდან ამოღებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების თანხმობა სჭირდება.

ევროკომისიის წინადადება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 22-ე პაკეტის ნაწილია, რომელიც რუსეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ იზოლაციას, ასევე, სანქციების გვერდის ავლის მექანიზმების შეზღუდვას ისახავს მიზნად.

ცნობისთვის: მიმდინარე წლის სექტემბერში შპს “ბლექ სი პეტროლიუმმა”, რომელიც ყულევის ქარხანას მართავს, განაცხადა, რომ ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო – ამით კომპანიამ წარმატებით დაასრულა რუსული ნავთობის ჩანაცვლება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 3
  1. BM.GEოპოზიციურიევროკომისია წევრ ქვეყნებს ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქციების სიიდან ამოღებას სთავაზობს
  2. პირველი არხისამთავრობომედიის ცნობით, ევროკომისია ევროკავშირის ქვეყნებს ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სასანქციო სიიდან ამოღებას სთავაზობს
  3. იმედინიუსისამთავრობოევროკომისია ყულევის ტერმინალის ევროკავშირის სანქციების სიიდან ამოღების ინიციატივით გამოდის
  4. BM.GEოპოზიციურიEU ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის სასანქციო სიიდან ამოღებას აპირებს - ეს ძალიან კარგია|რომან გოცირიძე
  5. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიევროკომისიას ყულევის სანქციებიდან ამოღება სურს, კობახიძე მიესალმება
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ევროკომისია ყულევის ტერმინალის ევროკავშირის სანქციების სიიდან ამოღების ინიციატივით გამოდისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები